logo_geo
ზურა ხაჩიძე: ამ ძნელბედობის ჟამს მსოფლიოში და საქართველოში ბევრი რამე დავინახე
- +

24 მარტი. 2020. 03:03

 

 

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე, მუსიკოსი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„მე ვფიქრობ, რომ ამ ძნელბედობის ჟამს მსოფლიოში და საქართველოში ბევრი რამე დავინახე, თუ ვინ ვართ და რა შეგვიძლია ქართველებს!

 

 

1.დაისვენა დედამიწამ მავნე ზეგავლენებისგან, რასაც კაცობრიობა ბოლო ჟამს ნებით თუ უნებლიეთ აყენებდა!

 

 

2.მოგვეცა საკუთარი თავის შეცნობის და გაუცემელ კითხვებზე პასუხების გაცემის საშუალება!

 

 

3.ერი და ბერი გაგვაერთიანა და აქაც სიმართლეს თვალი გავუსწორეთ!

 

 

4.დაგვაბრუნა სახლში! გიჟებივით საშოვარზე გასული ქალი თუ კაცი. შვილებს სჭირდებათ ყურადღება და ყოველდღე რთული რეჟიმის გამო დავშორდით მათ და ძიძების ამარა დავტოვეთ ისინი, მაგრამ ძიძა მშობელს ვერ ჩაანაცვლებს ვერასოდეს. შესაბამისად მივიღეთ ტრაგედიები, რაც მოხდა ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში და ქალაქებში.

 

 

5.ჩვენი გმირი ექიმები, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ დღითა და ღამით, რათა ყველა მოქალაქე ჯანმრთელად და კარგად იყოს, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს (წლების მანძილზე რამდენ ტალახს და შეურაცხყოფას იტანდნენ დაუმსახურებლად).

 

6.საქართველოს მთავრობას გამართული და სწორი მუშაობისთვის. პირველად ამ მოკლე დამოუკიდებლობის გზაზე საქართველოს პასპორტით იამაყა ქართველმა.(ვეყრდნობი იმ ადამიანების წერილებს, ვინც ეს გამოიარა და ამჟამად კარანტინშია) ოპერტორებს, ტელევიზიებს, ვინც ობიექტურ ინფორმაციას გვაწვდის ოპერატიულად. მოხალისეებს.

 

 

კიდევ ერთხელ ჩვენზეა დამოკიდებული, ამ დაავადებასთან დავმარცხებით თუ არა! ზედმიწევნით დაიცავით ის რეკომენდაციები და გავიმარჯვებთ!

 

 

გავიმარჯვებთ არამარტო ამ დაავადებასთან, არამედ მსოფლიოში კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს გადავდგამთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის სამაგალითოდ წარმოსაჩენად! ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც ვერ შეძლო ბევრმა ჩვენზე განვითარებულმა ქვეყანამ! ამიტომ მე გაფასებთ თქვენ ყველას!“ - წერს ზურა ხაჩიძე.

big_banner
არქივი