logo_geo
ზურაბ დათუაშვილი: ეს რომ არ დავწერო, არ შემიძლია...
- +

14 მარტი. 2017. 12:26



ისტორიკოსი, ემიგრანტი ზურაბ დათუაშვილი სოციალურ ქსელში სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს:


„ეს რომ არ დავწერო, არ შემიძლია. ტარას შავშიშვილი, ალბათ, ყველას გახსოვთ, შაშკინის ხელის ბიჭი, უკანასკნელი ნაძირალა, რომელიც ნაცებისადმი ძაღლური ერთგულების გამო #53-ე საჯარო სკოლის დირექტორად დანიშნეს. ისიც გეხსომებათ, თეა თუთბერიძემ ფარული ჩანაწერი რომ გაავრცელა, რომელშიც შავშიშვილი #14-ე სკოლის დირექტორს, გვარად მიმინოშვილს, აშანტაჟებდა და შაშკინის სახელით გადადგომას აიძულებდა. ახალი ხელისუფლების პირობებში ტარასი გაათავისუფლეს და როგორ ფიქრობთ, სად ამოჰყო თავი. მისი ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა შეგვატყობინა, გასულ ზაფხულს საპატრიარქოში ვნახე რაციით ხელშიო. როგორც კი დამინახა, მაშინვე ამარიდა თავი და შენობაში დაიმალაო.

 

ამ მშობელს საპატრიარქოში ნაცნობები ჰყავს და მათთვის უკითხავს შავშიშვილის იქ ყოფნის მიზეზი. როგორც აღმოჩნდა, ეს უკანასკნელი პატრიარქის დაცვაში მსახურობს და მისი რეკომენდატორი დღეს უკვე ყველასათვის კარგად ცნობილი სოსო ოხანაშვილი ყოფილა", - ამბობს ზურაბ დათუაშვილი.


 

big_banner
არქივი