logo_geo
ნანუკა ჟორჟოლიანი: დიახ, როცა ქალაქს არბევენ, უნდა დააკავო და თუ წინააღმდეგობას გიწევენ უნდა დაარბიო!
- +

14 მარტი. 2017. 12:30



„რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ბათუმში მომხდარ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

„მავნებელია ვინც ამბობს, რომ სწორად მოიქცა ხელისუფლება. ასე დაუცელად თავი არასოდეს უგრძვნია ქვეყანას. ისეთი დაბნეულები იყვნენ, კომენტარსაც არ აკეთებდნენ, ვიდრე არ გადაიწვა ქალაქი.

 

დიახ, როცა ქალაქს არბევენ, წვავენ, უნდა დააკავო და თუ წინააღმდეგობას გიწევენ უნდა დაარბიო! არ ტეხავს მეგობრებო დარბევა, მაშინ, როცა პოლიციის მანქანებს ამტვრევენ, ანადგურებენ ქალაქს.

 

დიახ, ამ დროს ხელისუფლებამ უნდა თქვას, რომ ისაა უფროსი ამ ქვეყანაში და არა ქუჩა და ქუჩური გაგება!

 

ის, რომ „ნაცებს" დააბრალეს ეს ყველაფერი, სულაც არ მიკვირს.

 

მაგრამ, „ნაციონალები" რას და ვის უცხადებდნენ სოლიდარობას ამ დრომდე გაუგებარია. ოპოზიციაში რომ ყოფილიყავით 26 მაისს, გახვიდოდით სოლიდარობის გამოსაცხადებლად მეგობრებო?! როდის იყავით გულწრფელები?!

 

სოლიდარობა სპეცრაზმის ყველა წევრს და პოლიციას. ძალებს, რომლებსაც ქალაქი უბრალოდ არ დააცვევინეს", - წერს ჟორჟოლიანი.




 

big_banner
არქივი