logo_geo
ახლა ისეთი წელგამართული დავდივარ, ასე არასოდეს მიამაყია ჩემი სამშობლოთი!
- +

24 მარტი. 2020. 23:54

 

 

მეგობრებო, ერთი ძალიან მაგარი ამბავი მინდა გაგიზიაროთ... ცოტა ხნის წინ დედაჩემს მისი ბიძაშვილი ნელი კაპანაძე, რომელიც არაერთი წელია შეერთებულ შტატებშია ემიგრანტი, ელაპარაკა და საოცრებები უთხრა... მთელი ამერიკა შენატრის მის ქართველობას და ჩვენს საქართველოს... დღემდე მის გარშემო მყოფი ამერიკელები, ან საერთოდ არ იცნობდნენ საქართველოს, ან დედამიწის ერთ პატარა წერტილად მიაჩნდათ

 

... ახლა ისეთი წელგამართული დავდივარ, ასე არასოდეს მიამაყია ჩემი სამშობლოთიო- უთხრა ნელი დეიდამ დედას...გაგვიცნეს კი არა, თურმე ისე გაგვიცნეს, რომ საუკეთესო ქვეყანად მივაჩნივართ მსოფლიოში ამ ვერაგ ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით... გაოგნებულები არიან ჩვენი მთავრობის და ჩვენი ჯანდაცვის სისტემის

 

კოორდინირებული მუშაობით... აღფრთოვანებულები არიან, ქართველი ხალხის მობილიზებულობით და საერთოდ ქებას და დიდებას არ იშურებენ იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელსაც როგორც თავად აღნიშნავენ უყვარს თითოეული მისი მოქალაქე...

 

 

ვერ ვიტყვი, რომ აქამდე არ მეამაყებოდა ქართველობა, მაგრამ ახლა ისე ვარ ამდენ ემოციას ვერ ვიტევ სწორედ, ამიტომ მომინდა გამეზიარებინა თქვენთვის ეს ჩემი სიხარული და სიამაყე... ჩვენ პატარა მაგრამ გონიერი ერი ვართ... ყველაფერს მოვერევით და ყველაფერზე გავიმარჯვებთ...

 

georgiaisthebest

დარჩისახლში

Stayhome

 

 

 

big_banner
არქივი