logo_geo
მაია კახიძე: დარჩით სახლში და მე კარგ ახალ ამბავს გთავაზობთ
- +

25 მარტი. 2020. 01:20

 

 

 

ჟურნალისტი და მწერალი მაია კახიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ქალბატონებს რამდენიმე სასარგებლო რჩევას აძლევს:

მეგობრებო!

 #დარჩისახლში# და მე კარგ ახალ ამბავს გთავაზობთ!

მაინც იზოლაციაში ვართ და გადავწყვიტე, ჩემი ცოდნა თქვენც გაგიზიაროთ. ვისაც დაგაინტერესბთ ჩემი რეცეპტები, ნამდვილად გალამაზებულნი შეხვდებით იზოლაციის დასრულებას, კორონას გაქცევას და საკუთარი თავიც უფრო შეგვიყვარდება. დარდს და პანიკას, ფორიაქს და შიშს ნუ მოვაკვლევინებთ თავს.

ვინც არ იცის, გეტყვით, რომ დიპლომირებული კოსმეტოლოგიც გახლავართ. მაინტერესებდა და შევისწავლე სამსახიობო ფაკულტეტის მერე. ასე, რომ, შევეცდები ამ პერიოდში ყველაზე ადვილი საშინაო რეცეპტები შემოგთავაზოთ. მაშ, ასე, დავიწყოთ:

ყელისთვის

  1. კარტოფილის პიურეში დაამატეთ 1 ჩაის კოვზი გლიცერინი და 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. წაუსვით დოლბანდზე, დაიფინეთ ყელზე, შემოიხვიეთ შარფი და 20 წუთის მერე თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

 

  1. 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, 1 სუფრის კოვზი სამედიცინო სპირტი და ერთი ჩაის კოვზი მარილი. სუფთა, გაწმენდილ კანზე წაისვით ბამბის ტამპონით. როდესაც გაშრება, არ ჩამოიბანოთ და თითების რბილი მოძრაობით, ქვემოდან ზემოთ შეიზილეთ მკვებავი. ეს პროცედურა შეგიძლიათ კვირაში სამჯერ გაიკეთოთ და 4 კვირის შემდეგ ნახავთ საოცარ შედეგს.

 

  1. ნიკაპის ირგვლივ, ტუჩის ორივე მხარეს წლებთან ერთად ჩნდება ხაზები. ჰოდა, 1 ჩაის კოვზი მარილი გახსენით 1 ჭიქა წყალში და გაჟღინთეთ რამდენიმე ფენა ბინტი, დაიფინეთ, შეიხვიეთ მშრალი ბინტით და კომპრესი მოიხსენით 30 წუთის მერე. შემდეგ კი შეიზილეთ მკვებავი. ეს პროცედურა შგიძლიათ გაიკეთოთ კვირაში ორჯერ.

პ.ს.  მეგობრებო, რადგან მე ონლაინში ვერ შემოვდივარ, თვალების გამო არ მაქვს სენსორიანი ტელეფონი, ამიტომ, წერა არ მეზარება და ასეთი ფორმით შემოგთავაზებთ საინტერესო და საჭირო ამბებს. სილამაზეს და სიმშვიდეს გისურვებთ. ამ რუბრიკას კი ამ ფოტოთო გავუძღვები.

პატივისცემით მაიკო კახიძე.

 

 

 

big_banner
არქივი