logo_geo
ოთარ აბესაძე: „რუსთავი 2“-ს დაკავებულები პოლიტპატიმრებად არ გამოუცხადებია ჯერ?
- +

14 მარტი. 2017. 13:41


 

„ქართული ოცნების" წევრი ოთარ აბესაძე სოციალურ ქსელში ნიკა მელიას მიმართავს:

 

„ნიკა მელია - შეგიძლია აგვიხსნა, თქვენ რომ სოლიდარობა გამოუცხადეთ ბათუმურ ვანდალიზმს, ეს ბარბაროსები გარდაბნის, თეთრიწყაროს, წყალტუბოს, ხონის, ქარელის, ადიგენისა და ვანის რაიონის მცხოვრებლები რატომ აღმოჩნდნენ და საიდან ჰქონდათ „მოლოტოვის კოქტეილები"?

 

ვითომ პოლიტიკური, კონსტრუქციული, პროდასავლური ოპოზიცია და სინამდვილეში სტანდარტული მავნებელი, მეტასტაზური წარმონაქმნი ქართულ პოლიტიკაში.

 

P.S. „რუსთავი 2"-ს დაკავებულები პოლიტპატიმრებად არ გამოუცხადებია ჯერ?" - წერს აბესაძე.

 



 

big_banner
არქივი