logo_geo
„ეს ის ბიჭია ღამით რომ გადის სახლიდან, სადეზინფექციო ხსნარებით ჩუმად და უანგაროდ წმენდს ბანკომატებს და საბავშვო მოედნებზე საქანელებს“
- +

25 მარტი. 2020. 19:07

 

 

„ეს ის ბიჭია მეგობართან ერთად ღამით რომ გადის სახლიდან და ჯიქიას ქუჩიდან დელისამდე სადეზინფექციო ხსნარებით ჩუმად და უანგაროდ წმენდენ ბანკომატებს და საბავშვო მოედნებზე საქანელებს  მიხარია და მეამაყება რომ ესეთი ადამიანები არსებობენ! შევეცადე მცირედით მაგრამ ჩემი წვლილიც შემეტანა ამ კეთილ საქმეში და სადეზინფექციო ხსნარები ვიყიდე და მივაწოდე ვინმემ თუ იცით კიდევ ესეთი კეთილი ადამიანები მაქვს სურვილი მცირედით მაგრამ ჩემი წვლილი შევიტანო მათ დასახმარებლად  ასევე თუ იცით მრავალშვილიანი ოჯახი ან პენსიონერები რომლებსაც განსაკუთრებით უჭირთ შექმნილი რთული სიტუაციის გამო ეგეც გამაგებინეთ 2-3 ოჯახს შეძლებისდაგვარად მინდა მცირედით მაგრამ დავეხმარო  ვისაც სურვილი გექნებათ თუ გინდათ ერთად გავაკეთოთ ეს ყველაფერი ოღონდ ჰიგიენურად და რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით უბრალოდ მინდა რომ როცა უკან მოვიხედავ ვიცოდე და ვგრძნობდე რომ შეძლებისდაგვარად რაღაცით მაინც დავეხმარე ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს

big_banner
არქივი