-
+
25 მარტი. 2020. 22:23
მზიური მედის ექიმი პედიატრის, მედიცინის დოქტორის, თემურ მიქელაძის 10 რჩევა მშობლებს
- დაიცავით სოციალური დისტანცირება და გამოიჩინეთ პასუხისმგებლობა!
- საქართველოში დღევანდელი ეპიდემიური სიტუაციის გათვალისწინებით, ბავშვები ეზოში, რეკრეაციულ და ღია სივრცეებში ჩაიყვანეთ 15- წუთიანი ხანგრძლივობით 2-3-ჯერ დღის განმავლობაში!
- ეზოში არ დატოვოთ მარტო, მოზრდილის მეთვალყურეობის გარეშე!
- ხშირად დაიბანეთ ხელები გამდინარე წყლით, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, გამოიყენეთ სადეზინფექციო საშუალებები!
- არ წაიყვანოთ ბავშვები და არც თქვენ წახვიდეთ ახლობლების, მეგობრებისა და ნათესავების მოსანახულებლად, ეკონტაქტეთ ელექტრონული საშუალებებით!
- მოარიდეთ ბავშვები 5-10- კაციან თავშეყრის ადგილებსაც კი!!!
- არ წაიყვანოთ მარკეტებში. სასურველია პროდუქტის შესაძენად იაროს ოჯახის ერთი და იმავე წევრმა. არ მოიმარაგოთ მალფუჭებადი პროდუქტები!
8.დაიცავით პირადი ჰიგიენის ნორმები!
- ბავშები ქალაქგარეთ გაიყვანეთ სოფლებში, იზოლირებულ აგარაკებზე (თავი შეიკავეთ კურორტებისგან).
- არ შეხვდეთ მეზობლებსა და ნათესავებს!
დარჩისახლში
ერთადდავამარცხოთკორონა