logo_geo
ირაკლი კავსაძე: ბრავო საქართველო, ბრავო პრემიერ-მინისტრო!
- +

26 მარტი. 2020. 12:51

 

 

დღეს, საქართველო არის N1 ამ საკითხში და არავინ არ დამიწყოს ეხლა “მოიცა რა”; ეგრეა და ვინც მანდ ხართ, ბედნიერები ხართ, რომ ასეთი ყურადღების ქვეშ არის მოსახლეობა”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში აშშ-ში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ირაკლი კავსაძე წერს.

 

 

„სამაგიეროდ ჭკუის სწავლება კარგათ იციან. ამერიკაშიც დაახლოებით ასეთი ვითარებაა, როდესაც ცუნამივით შემოვარდა ვირუსი, ეს იდიოტები ყურსაც არ იბერტყავდნენ და მხოლოდ ეხლა შემოიღეს საგანგებო მდგომარეობა! საავადმყოფოებს ტესტერები არ ააქვთ და არც აინტერესებთ. მოკლედ მაგრათ დააგვიანეს. დღეს საქართველო არის N1 ამ საკითხში და არავინ არ დამიწყოს ეხლა “მოიცა რა”; ეგრეა და ვინც მანდ ხართ, ბედნიერები ხართ, რომ ასეთი ყურადღების ქვეშ არის მოსახლეობა! აბა ერთი თხოვე აქაურ ბანკირს, ერთი თვე “გადასახადი გადამივადე” – დაგცინებს! სათქმელი ბევრი მაქვს, მაგრამ ძალიან შორს წამიყვანს! მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ – ბრავო საქართველო, ბრავო პრემიერ-მინისტრო“, – წერს ირაკლი კავსაძე.

 

 

big_banner
არქივი