logo_geo
ლეკა მენაბდიშვილი: „რუსთავი 2“-ის მიზანი ხალხის გაღიზიანებაა!
- +

14 მარტი. 2017. 20:28


 

ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ლეკა მენაბდიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გაბუნიას დღევანდელი გადაცემის პრომო ვნახე... ერთი შეხედვითაც კარგად ჩანს, რომ „რუსთავი 2"-ის მიზანი არის ხალხის გაღიზიანება. ჩვენი საყვარელი აჭარელი ხალხის გაღიზიანება თავიაანთი („რუსთავი 2"-ის) საზიზღარი რეპლიკებით. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ყველამ კარგად იცის, ეს ტელევიზია არის ნაცმოძრაობის ,,პიარშიკებით'' დაკომპლექტებული არხი და არ დაუშვებს არცერთი კუთხის შვილი, რომ წამოეგოს მათ პროვოკაციას. მათი მიზანი ნათლად სჩანს, სურთ მოახდინონ ქვეყანაში არეულობა. თუმცა მაგას ვერ ეღირსებით!", - წერს მენაბდიშვილი. 


 

big_banner
არქივი