logo_geo
ლალი მოროშკინა: ერთ დღეს ტრამპი გამოვა და სიმართლეს იტყვის...
- +

27 მარტი. 2020. 10:45

 

 

„ამოცანა სულ სხვაა - დააჩოქონ ევროპა და მთელი მსოფლიო!“ - ამის შესახებ პიარ-ტექნოლოგი და ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს.

 

„ერთ დღეს ტრამპი გამოვა და სიმართლეს იტყვის, მიუხედავად იმისა, რომ მის ოჯახს განადგურებით ემუქრებიან...

 

მან უკვე თქვა, რომ ორ კვირაში ყველაფერი უნდა დასრულდეს!

 

იტყვის, რომ გლობალისტების ხაფანგშია;

 

რომ ეს კორონა უბრალოდ ალგორითმული მაფიაა;

 

რომ ამოცანა სულ სხვაა - დააჩოქონ ევროპა და მთელი მსოფლიო!

 

მაკრონმაც განაცხადა, რომ შენგენის ზონა იშლება!

 

დღეს ყველაზე ბედნიერად ცხოვრობენ სომალელები, რადგან არ აქვთ მედიასაშუალებები და, შესაბამისად, არ აჰყვნენ ფუჭ პანიკას!

 

კიდევ კარგი, ჩვენთვის არავის სცალია, შესაბამისად, არც ვსნეულდებით ასე ისტერიულად...

 

...არადა, ეს ვირუსი ხომ არარაობაა, მაგრამ ისტერიულებს სპობს ბოლომდე!“ - წერს ლალი მოროშკინა.

 

 

 

big_banner
არქივი