logo_geo
დაჩი ცაგურია: რა გახდა ეს ერთმანეთისგან დისტანცირება?
- +

29 მარტი. 2020. 10:17

 

 

„კაცს რომ ეკითხა, გვძულდა ერთმანეთი და რაღა ახლა აგვიტყდა უერთმანეთობის დეპრესია...“ - ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია სოციალურ ქსელში წერს.

 

„ხალხნო, ვირუსმა არ იცის სოფელი, ქალაქი, ბუკინგემის სასახლეშია, ხომ ხედავთ. რომ წავიდა ეს ხალხი რეგიონებში და არის ახლა ნათესავ-მეზობლების მონახულება, მოკითხვა და პატარა სუფრებიც რომ იშლება შიგადაშიგ, არის სამმაგად რისკის შემცველი. რა გახდა ეს ერთმანეთისგან დისტანცირება? კაცს რომ ეკითხა, გვძულდა ერთმანეთი და რაღა ახლა აგვიტყდა უერთმანეთობის დეპრესია... ჩაიკეტეთ, დისტანცირდით ერთმანეთისგან. არავის მინდა გული გავუხეთქო, მაგრამ ეს ვირუსის ტალღა თუ დავიტეხეთ, იტალიაზე უარესი შეიძლება დავიმართოთ.

 

მეზობელს, ახლობელს, ნათესავს, ნაცნობს თუ უცნობს ნუ მოვერიდებით. შენიშვნაც მივცეთ და მივუთითოთ კიდეც, სხვანაირად არ გამოდის, ახლა მორიდების დრო არაა. თუ ვერ ხვდება, უნდა მივახვედროთ, თუ შეუგნებელია, როგორმე უნდა შევაგნებინოთ ან თავზე მაინც „დავახუროთ“, რომ შერცხვეთ.

 

როგორმე უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა ამ უბედურებისგან!“ - წერს დაჩი ცაგურია.

 

 

big_banner
არქივი