logo_geo
ხატია სულაბერიძე: შევუმსუბუქოთ ერთმანეთს ყოველდღიურობა
- +

31 მარტი. 2020. 00:27

 

 

ექიმი - ფსიქიატრი ხატია სულაბერიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„ჩემო მეგობრებო, ეს ყველაფერი ძალიან მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე, მათ შორის ჩემს ფსიქიკაზეც, მაგრამ მთავარი მაინც განწყობაა.

 

დადებითი განწყობა უპირველესია!

 

როგორც დოჩანაშვილმა თქვა

 

,, ადამიანი ადამიანისთვის დღეა"

 

და ვიყოთ ერთმანეთის "დღეები".

 

ნუ გადავცემთ ნეგატიურ, მცდარ და არასახარბიელო ინფორმაციას ერთმანეთს. ნუ დავამძიმებთ ისედაც დამძიმებულ გარემოს.

 

ადამინის ერთმა ფრაზამ შეიძლება სასოწარკვეთაში ჩააგდოს ადამიანი ან ფრთები შეასხას და ,,შეუძლებელის შეაძლებინოს შეძლება. "

 

შევუმსუბუქოთ ერთმანეთს ყოველდღიურობა.

 

,,ოღონდაც ერთმანეთი გვიყვარდეს,

 

ოღონდაც ერთმანეთი გვიყვარდეს, ოღონდაც ერთმანეთი გვიყვარდეს,“ - წერს ხატია სულაბერიძე

                                                                                                                                   

 

 

 

 

big_banner
არქივი