logo_geo
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: მშვიდია, მაგრამ არ გვიქმნის ცრუ ილუზიებს, მოდუნების საშუალებას არ აძლევს მოსახლეობას, თუმცა არც პანიკას თესავს…
- +

2 აპრილი. 2020. 13:33

 

„საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია მშვიდია, მაგრამ არ გვიქმნის ცრუ ილუზიებს, მოდუნების საშუალებას არ აძლევს მოსახლეობას სერიოზული საშიშროების წინაშე, თუმცა არც პანიკას თესავს, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ექსპერტი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი ტელეკომპანია “იმედის” ღია ეთერში პრემიერმინისტრ, გიორგი გახარიას სტუმრობას.

 

 

„პრემიერი გიორგი გახარია ახლა საუბრობს “იმედის“ სტუდიაში, ის მშვიდია, მაგრამ არ გვიქმნის ცრუ ილუზიებს, მოდუნების საშუალებას არ აძლევს მოსახლეობას სერიოზული საშიშროების წინაშე, თუმცა არც პანიკას თესავს…

 

 

მას ესმის მოლოდინების მართვა, ეს ყოველთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკაში და ბიზნესში, რასაც ხშირად ბევრი გამოცდილი მენეჯერი არ აქცევს ხოლმე ყურადღებას არადა უამრავი კურსია დაწერილი ბიზნესში (How To Manage Expectations).

 

ვიბრძვით ორ ფრონტზე – ადამიანთა სიცოცხლეებისათვის და ეკონომიკის გადასარჩენად…ორივეგან უნდა გავიმარჯვოთ! - წერს მჭედლიშვილი.

 

 

big_banner
არქივი