logo_geo
ნინო კობახიძე: ჩაერთეთ „სოლიდარობის ფონდში“, უამრავი განაცხადია და მეტი თანხებია საჭირო...
- +

15 მარტი. 2017. 03:17


 

თავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ნინო კობახიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„როდესაც „სოლიდარობის ფონდი" დავაარსეთ მეგონა რომ მხოლოდ სიხარულის მოტანა შეეძლო ამ ფონდს რაც პატარა სიცოცხლეეების გადარჩენას ახლავს თან. 400 ბავშვიდან რომელიც დაფინანსდა რაოდენიმე მათგანი დავკარგეთ.ეს ტკივილი მათ ოჯახებთან ერთად პირადად და ფონდის თითოეულ თანამშრომელთან ერთად გამოვიარეთ.ამაზე დიდი ტკივილის და უმწეოების განცდა არ არსებობს დღეებს რომ ითვლი, დედას შვილთან ყოფნას უხანგრძლივებ და ამაზეც რომ მადლიერია ოჯახი. რომ არა ფონდი ამდენი ხანიც არ ეყოლებოდა თავის ანგელოზი... დღეს კიდევ მეტკინა საშინლად ერთი პატარა ბიჭის გამო.

მადლობა ფონდის ყველა დამფინანსებელს ამაზე დიდ საქმეს არ მგონია რამეს ვაკეთებდეთ ყოველდიურად... ეხლა უფრო თამამად მინდა ყველას ვთხოვო და მოუწოდო ჩაერთეთ ფონდში, უამრავი განაცხადია და მეტი თანხებია საჭირო", - წერს კობახიძე. 


 

big_banner
არქივი