logo_geo
ზაზა თელია: უფრო ძვირი პროდუქცია არ ნიშნავს უფრო უკეთესს ან ეფექტურს, არ მოტყუვდეთ!
- +

4 აპრილი. 2020. 02:45

 

 

ექიმი დერმატოლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში COVID19-ის პანდემიის დროს ხელების დაბანასა და სადეზინფექციო ხსნარების სწორად გამოყენებაზე წერს:

 

 

“COVID-19-თან დაკავშირებული ხელების ხშირი დაბანით, ასევე ხელის სადეზინფექციო ხსნარით და სამედიცინო ხელთათმანების გამოყენებით გამოწვეული მშრალი კანის პრობლემა – რა უნდა ვიცოდეთ? რითი შეიძლება ამ პრობლემასთან გამკლავება?

 

 

 

რეკომენდაციები:

 

 

  1. დაიბანეთ ხელები მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, საპნით, თბილი წყლის გამოყენებით და არა ცხელი წყლით – წყლის ტემპერატურა < 38C (Lukewarm Water) – გახსოვდეთ ხელების დაბანვა ერთ-ერთი ეფექტური პრევენციაა დაინფიცირებისგან თავის დასცავად;

 

 

  1. გაიმშრალეთ ხელები სუფთა პირსახოცით, მაგრამ ისე რომ ხელებზე დარჩეს ტენიანობა, ანუ “ძალიან არ გაიმშრალოთ” (Leave some water on them);

 

 

  1. წაისვით ბარდას-ზომის (pea-sized amount) ხელის დამატენიანებელი ან მალამო დაუყოვნებლივ (immediately) წყალთან შეხების შემდეგ, ისე რომ დატენიანებულ იქნას თითისწვერებიც და ფრჩხილებიც.

 

 

რეკომენდირებულია გამოყენებულ იქნას შემდეგი სახის დამატენიანებლები:

 

 

ა. რომელიც შეიცავს მინერალურ ზეთს (mineral oil) ან ვაზელინს (petroleum jelly),

 

 

ბ. გამოდის ტუბის სახით, ვიდრე ტუმბო-ბოთლის სახით,

 

 

გ. არის პარფიუმის გარეშე (fragrance-free) და საღებავის, მღებავი ნივთიერების გარეშე (dye-free);

 

 

  1. როდესაც იყენებთ ხელის სადეზინფექციო ხსნარს, წაისვით დამატენიანებელი კრემი ან მალამო დაუყოვნებლივ (immediately) როგორც კი სადეზინფექციო ხსნარი შეშრება. (რადგან დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით ხელის სადეზინფექციო ხსნარი შეიცავს მინიმუმ 60% ალკოჰოლს იმისათვის რომ მოკლას მიკრობი, ამიტომ ის ძალიან აშრობს კანს);

 

 

  1. უფრო ძვირი პროდუქცია არ ნიშნავს უფრო უკეთესს, ან ეფექტურს – არ მოტყუვდეთ;

 

 

  1. მიკრობების ათვისების რისკი იზრდება მშრალი კანის შემთხვევაში, ამიტომ ხელების დაბანასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია ხელების დატენიანება,“ - წერს ზაზა თელია

 

 

 

 

 

big_banner
არქივი