logo_geo
რას წერს ახალგაზრდა გოგო კომენდანტის საათზე და პატრულზე
- +

4 აპრილი. 2020. 22:43

 

 

სოციალურ ქსელში საყოველთა კარანტინის მდგომარეობაში პოლიციელების გულისხმიერების შესახებ ბევრი წერს.

 

 

ფეისბუქის ერთ-ერთმა მომხმარებელმა თავს გადამხდარი შემთხვევის შესახებ და პატრულის დახმარების შესახებ დაწერა.

 

 

 

„გუშინ საღამოს საკმაოდ არასასიამოვნო და სახიფათო ინციდენტი შემემთხვა, რამაც მომცა იმის რწმენა, რომ არანაირი კორონა აღარ შემაშინებს და არის კორონაზე უფრო საშიში შემთხვევები რამაც შეიძლება სიცოცხლეს გამოგასალმოს (laugh) ეს საღამო საკმაოდ ცუდად შეიძლებოდა დამმახსოვრებოდა, მაგრამ ორი პატრულის წყალობით, რომლებმაც ყურადღება და ზრუნვა გამოიჩინეს ჩემს მიმართ და ძალიან გამამხნევეს ჩემი სახიფათო საღამო სრულიად დადებითად აქციეს. მათი წყალობით 3 აპრილი ჩემთვის ცუდი ასოციაციის ნაცვლად გამოიწვევს დადებით და ადამიანებში რწმენის ასოციაციას! მადლობა მათ დახმარებისთვის“, – წერს ახალგაზრდა გოგო, რომელიც პატრულთან ერთად გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს.

 

 

 

როგორც კომენტარებიდან ირკვევა, გოგოს სახლში დენმა დაარტყა, ის კლინიკაში გადაიყვანეს, საჭირო სამედიცინო მანიპულაცია საკმაოდ გვიან დასრულდა, და კომენდანტის საათის გამო ის სახლში მისვლას ვეღარ ახერხებდა.

 

 

 

როგორც ირკვევა, გოგო სახლში უვნებლად ორმა პატრულმა მიიყვანა. საჯარო მადლობაც სწორედ პატრულის ამ საქციელს მოჰყვა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი