logo_geo
ოთარ აბესაძე: მორიგი მარაზმი, ადამიანის უბედურების თემით სპეკულირება...
- +

15 მარტი. 2017. 17:59



„მორიგი მარაზმი, ადამიანის უბედურების თემით სპეკულირება და ენით აღუწერელი აღვირახსნილი პოპულიზმი დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ნადირაძის მხრიდან", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების" წევრი ოთარ აბესაძე წერს.

 

„დეა გოლიაძემ მიმართა მერიას სამედიცინო უნივერსიტეტის სწავლის საფასურის დავალიანების დაფარვასთან დაკავშირებით. მის მიმართვაში აღწერილი იყო მისი პირადი უდიდესი ტრაგედია და მოცემული მომენტის ფინანსური მდგომარეობა.

 

აღნიშნული დოკუმენტაცია არის იმის დასტური, რომ დეა გოლიაძემ მიმართა მერიას სწავლის საფასურის დავალიანების დაფარვის თხოვნით, რაც დაუყოვნებლივ შესრულდა.

 

დეა გოლიაძე აუცილებლად გააგრძელებს სწავლას, ვინაიდან მაღალი მოსწრების და მაღალი შეფასებითი მაჩვენებლის მქონე სტუდენტებს ყოველთვის აქვთ ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან.

 

რაც შეგეხებათ თქვენ, ბატონო ირაკლი, ამ თქვენს განცხადებას ისმენს თვითონ დეა გოლიაძე. მისი ოჯახი და სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია. თქვენ კვლავ ახდენთ საკუთარი თავის და პარტიის იმიჯის პრეზენტაციას. პარტიის, რომლის ფუნდამენტი არის ტყუილი და ცილისწამება.

 

არ მოგცემთ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უფლებას. თქვენ წარმოადგენთ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მხარს უჭერს ბარბაროსობას და ვანდალიზმს საკუთარი ქალაქის და მოქალაქეების მიმართ.

 

თქვენ და თქვენი პარტია ხელს აწერთ საკუთარი პოლიტიკური რეიტინგის გამო ადამიანის ენით აღუწერელი ტრაგედიით სპეკულირებას", - წერს აბესაძე.



 

big_banner
არქივი