logo_geo
საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი: ოპტიმიზმი კბილებით მიჭირავს, მაგრამ...
- +

8 აპრილი. 2020. 00:34

 

 

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი ქეთი ლობჟანიძე პარიზში არსებული ვითარების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

 

„შევღონდიიი, ცოტა მიკლია აყმუვლებას, თვითგამხნევებაც აღარ ჭრის უკვე, არც კარგი ღვინო, არც შოკოლადი, სივრცე და თავისუფლება მინდა! რამდენი უფლება შეგვეზღუდა ერთბაშად, რამდენი გეგმა დაგვემხო თავზე, ოპტიმიზმი კბილებით მიჭირავს, მაგრამ ამ ფიქრებში უცებ რომ გაიაზრებ:

- რამდენი ადამიანია ახლა მართვით სუნთქვაზე და რამდენი ხელოვნურ კომაში;

- რამდენი ჭირისუფალი ვერ გამოემშვიდობა ახლობელს სიკვდილის წინ;

- რამდენი პაციენტი და კოლეგა შეიწირა ამ საძაგელმა ვირუსმა;

- რამდენი დაწვა ამ საღამოს მშიერი, რადგან ყოველდღიური სარჩოს შოვნის შესაძლებლობა დაკარგა...

 

აცნობიერებ საკუთარ ეგოიზმს და სულმოკლეობას ამ ხარება დღეს, როცა სრულიად ჯანმრთელი ზიხარ კომფორტულ ბინაში და პოსტავ აქ!

რა უფლებით, ქეთი ლობჟანიძე, რა უფლებით?!

მე მაპატიეთ, ღმერთო და ღვთისმშობელო ეს მინორი, მრავალი ბედნიერი ხარება და აღდგომა გაგვითენეთ სრულიად საქართველოს და მთელ სამყაროში გაფანტულ ქართველებს!“- წერს ექიმი.

 

 

big_banner
არქივი