logo_geo
გია გაბრიჩიძე: მიდის პიარი, რომ ვიღაც ამერიკელი ან „ევროპიელი“ სანიტარი მაგარია, ქართველი ექიმი სუსტი...
- +

8 აპრილი. 2020. 21:36

 

 

ჟურნალისტი გია გაბრიჩიძე სოციალურ ქსელში საინტერესო და საგულისხმო ტექსტს აქვეყნებს:

 

თვითგვემის სინდრომი საქართველოში.

 

ერთხელ ჩემთვის უსაყვარლესმა ადამიანმა რეზო ამაშუკელმა ასეთი რამ მომიყვა - როცა 80-იანი წლების ბოლოს პარლამენტის წინ აქციაზე გავიგონე სიმღერა ბრძოლაში დაცემულ შავლეგოზე (არ მინდა ფრიად განათლებული კომენტარები, რომ ის სიმღერა შალვა ახალციხელს ეძღვნება და არც ის, რომ რეზო ამაშუკელი უუუდიდესი პოეტი და კაცია . . . დიახ, ვიცი ბატონო და კიდევ და ცოტა ბევრი რამ ვიცი), მივხვდი რომ ძალიან მალე ცუდი ამბები დაიწყებოდაო.

 

დიახ, დაიწყებოდა, რადგან როცა ადამიანი წინასწარ დამარცხებისთვის არის განწყობილი, როცა ადამიანი ეძებს სევდას წარსულში და დღეს სურს თავი შეაცოდოს მომავალს ის მუდამ წააგებს.

 

სამწუხაროდ დღევანდელ საქართველოში არსებობს სშინელი კომპლექსი - თვითგვემის სინდრომი, რომელიც დიდი ხანია მოგვდევს.

 

ახლა უკვე ამ უბედურებას დაემატა "ძიმოკრატიულ-პრაძვინუტული თვითგვემის სინდრომი", რომელსაც სამწუხაროდ იწვევს მდაბიო სული, ინტელექტის სრული არქონა, პროვინციული იუმორი, არასრულფასოვნების კომპლექსი, სიხარულის და სიყვარულის სრული გაქრობა.

მიდის პიარი, რომელიც მეუბნება, რომ ვიღაც ამერიკელი ან ევროპიელი („ევროპელი“ არა - იმენნა „ევროპიელი“!) სანიტარი მაგარია, ქართველი ექიმი სუსტი და რეალურად ვინც მართლა მაგარია, იმას აბულინგებენ.

არა რა . . .

არც მე, არც ჩემი ოჯახი თვითგვემას არ მივეცემით.

ყოველთვის დავეთანხმებით გამყრელიძის დასკვნას და დავრჩრებით სახლში.

ჰო და ბოლოს რა მინდა ვთქვა - ტელევიზიებმა სოციალური რეკლამის - „დარჩით სახლისთვის“ იქნებ ისეთი „ცნობადი სახეები“ შეარჩიონ, რომელთა მოწოდებაზე „რიგით მოქალაქეს“ სახლში დარჩენა კი არა, კომენდანტის საათის დარღვევა მოუნდება“- წერს ჟურნალისტი.

 

 

big_banner
არქივი