logo_geo
„სანამ სააკაშვილის რეჟიმი არ დაისჯება, მანამდე არ გვექნება უფლება, გვერქვას სახელმწიფო!“
- +

16 მარტი. 2017. 03:31



სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ანნა სიმონია პოსტს აქვეყნებს:


„ხშირად წამიკითხავს კომენტარებში საყვედური, რომ "დავიღალეთ ნაცების ხსენებისაგან!"

„დავიღალეთ ნუ აზიარებთ ამათ!" და ა. შ

კარგად მესმის და ვუგებ ყველას , მაგრამ ფაქტია სანამ ადამიანურობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო,სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმი არ დაისჯება,მანამდე ჩვენ არ გვექნება უფლება, გვერქვას სახელმწიფო!!! ამიტომაც ვამბობ რომ საკუთარი შვილების მომავალზე ვიტყვით უარს თუ დავიღლებით!!! დღეს ჩვენს საქართველოს მრავალი შიდა თუ გარეშე მტერი ახვევია!!! ეს არის საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ გამოცხადებული ომი, ომი არა თოფებით და ხმლებით ,არამედ საინფორმაციო საშუალებებით!! ალბათ ამიტომაც ჩვენმა ბრძენმა პატრიარქმა მოგვმართა ქართველ ხალხს:

 

„მოგმართავთ ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, შეინარჩუნეთ ჩვენი თვითმყოფადობა, ჩვენი ტრადიციული ქრისტიანული ცხოვრების წესი. იბრძოლეთ, ჩვენი გმირი წინაპრების მსგავსად, რათა საკუთარ თავში და თქვენს გარშემო დაიცვათ თქვენი წილი საქართველო. დღეს ეგ ომია თქვენი დიდგორი, თქვენი ბასიანი.."

ილია II",  - წერს მომხმარებელი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი