logo_geo
მაია კახიძე: ძალიან დამწყვიტე გული, ჩემო მეგობარო...
- +

16 მარტი. 2017. 10:50



ჟურნალისტი და მწერალი მაია კახიძე პოეტ გენო კალანდიას გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„გენოც წავიდა...

 

არ ვიცი, რა ვთქვა, რა ძნელია სევდის, ფიქრის და ტკივილის სიტყვებით გამოხატვა. ამ დილით გარდაიცვალა ჩემი დიდი მეგობარი, ზუსტად 38 წლის წინ რომ გავიცანი, მაშინაც მარტი იყო, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მეგობარი, უნიჭიერესი პოეტი, მწერალი, უკეთილშობილესი პატრიოტი ქართული ენისა და საქართველოსი! საუცხოო მასპინძელი იყო სოხუმში, ზღაპრული ბიბლიოთეკა დარჩა იქ, როდესაც სვანეთის გზით გამოაღწია აალებულ სოხუმს და მთელი სული და გული იქ დატოვა. ბევრჯერ გვისაუბრია ამ ტკივილზე და უნდა გენახათ ის სევდა და მეგობარ ქალთან შეკავებული ცრემლი.

 

ასევე ძალიან მიყვარს და ვაფასებ ზაურ კალანდიას, გენოს ძმას, ღმერთმა დიდხანს ამყოფოს... ძალიან დამწყვიტე გული, ჩემო მეგობარო, ჯერ სად გეჩქარებოდა? მსუბუქი იყოს შენთვის თბილისის მიწა! აკი მეუბნებოდი, ჩემს ჭერქვეშ დამაბრუნა, ის ჩემი წილი მიწა დამეყრება და ბედნიერი წავალო... ცუდია თუ კარგია, მაინც გამოვაქვეყნე რამდენიმე ფოტო... მთავარი ხომ ჩვენი მეგობრობაა და იმ ორ ლექსს, რომელიც მე მაჩუქე, თვალისჩინივით გავუფრთხილდები... ძალიან მენანები, ძალიან და იცი ეს შენ, სულ რომ გვიხაროდა ერთმანეთის ნახვა..." - წერს მაია კახიძე.

 

Description: Image may contain: 2 people, people smiling, people standing and outdoor

 

Description: Image may contain: 3 people, people smiling, people standing, suit and indoor


 

 

big_banner
არქივი