logo_geo
„თურქეთში საშინელება ხდება, ვირუსის და სიკვდილის სუნი თანაბრად ტრიალებს... საქართველოში მინდა“
- +

12 აპრილი. 2020. 01:17

 

 

 

ემიგრანტი თურქეთიდან, ქეთი ნაკაშიძე:

 

 

” …თურქეთში საშინელება ხდება. ათას ექვსასი ადამიანი გარდაიცვალა და 47 ათასი დავირუსებულია.

მედპერსონალები ლამის კლინიკებში დასახლდნენ, მუხლჩაუხრელად შრომობენ, ათასობით მომაკვდავი ადამიანი გამოაჯნმრთელეს. თვალცრემლიანი ექიმები ტელე ეთერით ეხვეწებიან მოსახლეობას ,,დარჩით სახლში ჩვენი გულისთვის, რადგან შენს გამო ვართ ჩვენ კლინიკებში,,

შაბათ კვირას საერთოდ აიკრძალა ქუჩაში გასვლა. მართალია, თურქეთის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, მაგრამ დაუმორჩილებელი მოსახლეობის გამო ვითარება გართულდა

 

ღამის პირველი საათია და ქუჩები ხალხითა სავსე. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად , უამრავი ადამიანი პროდუქტის რიგში დგას, პირბადეების გარეშე.

ათათურქის აეროპორტი საავადმყოფოდ გადააკეთეს.

თურქეთის ხელისუფლება მოკლე ტექსტური შეტყობინებით და ტელე ეთერით მოსახლეობას ფინანსურ დახმარებას თხოვს…

ასობით სასაფლაო წინასწარა გათხრილი.

ქვეყანაში ვირუსის და სიკვდილის სუნი თანაბრად ტრიალებს.

ეპიდემიის ეპიცენტრი სტამბოლია. აქ საშინელება ხდება, თუ ასე გაგრძელდა კარანტინი არასოდეს დასრულდება რადგან ვირუსს მისცეს გავრცელების საშუალება.

ლირა შვიდამდე ავიდა, პროდუქტი საშინლად გაძვირდა, მაგრამ დეფიციტი არაა.

 

თურქეთში ვართ, პირბადეების საშინელი დეფიციტია, აფთიაქში მარლებიც კი ვერ ვიშოვეთ , იქნებ თავად შეგვეკერა მაინც.

ყოველ ფეხის ნაბიჯზე საფრთხეა…

ჩემს საქართველოში მინდა,

უფალო დაგვიფარე.

P.ს. ახლახანს გავიგე, რომ პირბადეების დეფიციტი აღარ არსებობს, ხელისუფლებამ ადგილობრივი წარმოება დაიწყო და ყველგან უფასოდ რიგდებაო,

რა თქმა უნდა გაყიდვაშიცაა.“- წერს ემიგრანტი.

 

 

big_banner
არქივი