logo_geo
Covid 19 - ით ინფიცირებული ქართველი ემიგრანტი: დღე მეათე – ბრძოლა სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის
- +

12 აპრილი. 2020. 19:33

 

 

32 წლის ქართველი ემიგრანტი, ფიქრია რობაქიძე კორონავირუსით რამდენიმე დღის წინ დაინფიცირდა. საბედნიეროდ, მან მოახერხა ვირუსის დამარცხება და მე-10 დღეს პასუხი ტესტზე უარყოფითია. იგი აგრძლებს იზოლაციაში ყოფნას და მოუწოდებს ყველას, დარჩნენ სახლში და “არ გაიმეორონ მისი შეცდომები”

 

 

“დღე მეათე. ბრძოლა სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის. იბრძვი შიშველი ხელებით. მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედად, რომლებიც ლოცულობენ შენი სიცოცხლისთვის. საავადმყოფოდან საავადმყოფომდე. სასწრაფოს მანქანიდან საავადმყოფოს კარამდე. ტკივილი. მაგრამ ტკივილზე აუტანელი დედის აცრემლებული თვალები ,რომელიც, არ გტოვებს. არ გაძლევს საშუალებას დანებდე. იბრძვი საკუთარი სიცოცხლისთვის და არა მხოლოდ. შენ იბრძვი კიდევ ბევრი ადამიანის კარგად ყოფნისთვის, შენ უკან არმია დგას ემიგრანტების და მეგობრების… მარტო გადიხარ ყველა გზას. ცრემლებს ყლაპავ და საკუთარ თავს ეკითხები, რატო შენ. რატომ შენი შვილები და რატომ შენი ოჯახი. ბევრს ფიქრობ, ბევრ ცრემლს ყლაპავ. მუხლები გიკანკალებს და ბედნიერების მოლოდინში გადის ყველა წუთი. ექიმის ბედნიერი სახე ცვლის იმ წინა ექიმის დამწუხრებულ სახეს. პასუხი უარყოფითია მისი ბედნიერებით აკანკალებული ხმა იცავს შენი პალატის კედლებს. კიდევ მეორედ გიმეორებს, გილოცავ, ეს შეძელი შენ ძლიერი ხარ. მაგრამ რჩები სახლში. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღეა მე დღეს კიდევ ერთხელ დავიბადე. ემიგრანტებო ჩვენ ჩვენი სათქმელი ვთქვით. ჩვენ ეს შევძელით. ტესტი უარყოფითია. მე გიბრუნდებით, თუმცა მაინც ვრჩები სახლში. დარჩით თქვენც და ნუ გაივლით ჩემს გზას. მიყვარხართ. ბედნიერი ვარ, თქვენთან ერთად მე ეს შევძელი

 

 

შეუძლებელი არაფერია!

 

 

მთავარია საკუთარ თავში იპოვო ძალა! ” –  წერს ფიქრია რობაქიძე

 

 

big_banner
არქივი