logo_geo
„ეს არის იმის სახე, ვინც გემუდარებათ სააღდგომო უქმეებზე გარეთ არ გახვიდეთ“ – მედდის ემოციური პოსტი და ნაიარევი სახე
- +

12 აპრილი. 2020. 19:57

 

 

კორონავირუსთან ბრძოლის პირველ ხაზზე – ინტენსიური თერაპიის განყოფილების მედდამ სოციალურ ქსელში თავისი ფოტო გაავრცელა, სადაც მის სახეზე არსებული „ანაბეჭდები“ ჩანს, აღნიშნული კი დამცავი აღჭურვილობის 13–საათიანი ტარების შედეგია.

 

 

ბრიტანეთში მცხოვრები აიმი გულდი ფოტოს ემოციურ პოსტსაც ურთავს. აღნიშნული პოსტი ათასობით ადამიანმა გაიზიარა.

 

 

მედდა აცხადებს, რომ ის კვირაში 65 საათი მუშაობს კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო, სტატუსში აიმი ხალხს ეხვეწება გაიხსენონ მისი სახე მაშინ, როცა გარეთ გასვლას გადაწყვეტენ:

 

 

„როცა გადაწყვეტთ აღდგომის დღეებში გარეთ გასვლას, გაიხსენეთ ეს სახე. ეს არის ინტენსიური თერაპიის განყოფილების მედდის სახე. ეს არის უკანასკნელ 6 დღეში, 65 საათიანი მუშაობის სახე. ეს არის რეალობის სახე. ეს არის ჯოჯოხეთში მიმავალის სახე. ეს არის დამცავი აღჭურვილობის 13–საათიანი ტარების სახე. ეს არის იმის სახე ვინც დარდობს საკუთარი და კოლეგების ჯანმრთელობაზე. ეს არის იმის სახე, ვისაც საკუთარი ოჯახის წევრები დაახლოებით ერთი თვეა არ უნახავს. ეს არის იმის სახე, ვისაც თქვენი ოჯახის მომაკვდავი წევრების ხელები უჭირავს, რათა მარტოები არ იყვნენ. ეს არის იმის სახე, ვინც გადაღლილია, მაგრამ განაგრძობს კორონავირუსთან ბრძოლას. ეს არის იმის სახე, ვინც განაგრძობს სვლას მიუხედავად ყველაფრისა, ეს არის იმის სახე, ვინც ამაყია წინა ხაზზე ბრძოლით. ეს არის იმის სახე ვისაც კარანტინის დასრულება სურს. ეს არის იმის სახე, ვინც გემუდარებათ სააღდგომო უქმეებზე გარეთ არ გახვიდეთ. ეს არის იმის სახე ვინც გემუდარებათ სოციალური დისტანცირების წესების დაცვას. ეს არის იმის სახე, ვინც გემუდარებათ: დარჩით სახლში, დაგვიცავით ჩვენ და დაგვეხმარეთ სიცოცხლეების გადარჩენაში“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი