logo_geo
რობერტ სტურუა: მე კი... აღარაფრის იმედი დამრჩა! დავბერდი! ვერ მოვესწრები იმ ნანატრ დღეს!
- +

16 მარტი. 2017. 21:22


 

მეც მაგრად დავიღალე, ბატონო გია!..", - ამ სიტყვებით რეჟისორი რობერტ სტურუა ჟურნალისტ გია გაბრიჭიძის facebook-სტატუსს ეხმაურება. როგორც გაბრიჭიძე წერს, დაიღალა უსამართლობით.


გულს მიკლავს, რომ ჩვენს ქვეყანას 30 წელი კრეტინები, ნამუსგარეცხილნი და უბრალო ქურდბაცაცები აბურთავებენ. რა გვეშველება თუ ასე გაგრძელდა და ამ ნაძირალებს, ამ კოლექტიურ ტკიპას ვერ მოიშორებს ნაღდი ქართველი, მაშინ დაიღუპა ყველაფერი, რითაც ვამაყობდით, გვიყვარდა და ქედს ვუხრიდით?! თქვენ ახალგაზრდა ხართ და იმედი მაინც გაქვთ, რომ ოდესღაც დამშვიდდება ჩვენი ქვეყანა და ვერ დაალპობს ცაფირუზხმელეთზურმუტ ბედკრულ იბერთა მიწას ბოროტი თესლიდან აღმოცენებული უვიცი ბრბო! მესმის, დაიღალეთ, მაგრამ იმედი მაინც ფეთქავს თქვენს გულში!

 

მე კი... აღარაფრის იმედი დამრჩა! დავბერდი! ვერ მოვესწრები იმ ნანატრ დღეს!

„...სამშობლოს მთებო,

თქვენი შვილი განებებთ თავსა!..

...მშვიდობით, ჩემნო,

თვალში ცრემლით განებებთ თავსა...“, - მიმართავს რობერტ სტურუა გია გაბრიჭიძეს.

 

 

big_banner
არქივი