logo_geo
დემურ გიორხელიძე: აი, რა კლავს საკონცენტრაციო ბანაკებისა და ჰაერიდან დაბომბვების გარეშე!
- +

16 აპრილი. 2020. 21:03

 

 

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

 

იზოლაცია,

სტრესული დაძაბულობები,

პერმანენტული ფსიქოლოგიური ზეწოლა,

შიში,

უიმედობა,

განცდა მიუსაფარობისა და

მიტოვებულობისა

აყალიბებს ადამიანის ფსიქო-ტიპს,

რომელიც კარგავ წინააღმდეგობის გაწევის უნარს,

აქვეითებს მის ს, -

ადამიანის დამცავ გარსს,

ადამიანის ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას...

ორგანიზმი აღარ ფუნქციონირებს ფიზიოლოგიურად ნორმის რეჟიმში (ფარგლებში), -

ასე რომ იყოს, მაშინ იმუნური სისტემა, რომელიც მუშობას როგორც სკანერი,

როცა სკანირება ხდება „საკუთარი-უცხოს’’ რეჟიმში და სხეულში ნებისმიერი უცხო სხეულის აღმოჩენისას სიგნალი იგზავნება მის გასანადგურებლად, -

აღარ მუშაობს...

 

აი, რა კლავს!

და კლავს საკონცენტრაციო ბანაკებისა და ჰაერიდან დაბომბვების გარეშე!

 

თანდაყოლი იმუნიტეტი გამოფიტა ცხოვრების არანორმალურმა პირობებმა განაპირობა, დროთა განმავლობაში შეძენილი იმუნიტეტი კი, ნეგატიური კონოტაციის შემცველია.

 

პ.ს.

ახლა გასაგები უნდა იყოს,

საიდან იღებს სათავეს ადამიანის დაკნინების თანამედროვე ტექნოლოგიები.

დიახ!

იქიდან, როცა მე-19 საუკუნის ბოლო მეოთხედში, რევოლუციურმა ახალგაზრდებმა, - მაშინდელი რუსეთის იმპერიის დედაქალაქის უნივერსიტეტების სტუდენტებმა „რევოლუციონერის კატეხიზმო’’, ბოლშევიკური პარტიის კონცეფცია და სტრატეგია შეიმუშავეს... მათი ასაკი არ აღემატებოდა 18-23 წელს...

 

დიახ!

ლენინმა მხოლოდ გამოიყენა და განავითარა ეს ყველაფერი

(ეს იდეები და კონცეფცია მისი არ არის...

მაგრამ რაც უფრო ნაძირალა ხარ,

მით უფრო ძლიერ შეგიძლია ამ სატანური მიგნებების გამოყენება)...

 

90-იანებიდან კი, ინფორმაციული ეპოქის დადგომისთანვე,

ეს ყველაფერმა გადმოინაცვლა იქ, სადაც

ძალაუფლების ერთადერთო ცენტრი იყო...

 

ინტეგრალურად რომ შევაფასო (მოკლედ), რა მივიღეთ,?

‘’შიში,

საიდუმლო,

სიღარიბე და

ავტორიტეტი’’...

(ის, რაც გენიალურად ჩამოაყალიბა დოსტოევსკიმ „ძმები კარამაზოვებში’’:

‘’ტაინა, ჩუდო, ავტორიტეტ!’’).

 

აი, სანამდე უნდა დაიყვანო ადამიანი, რომ

საბოლოოდ გათელო და უდტვრვინველად მართო...

ხალხის მცირე ნაწილს კი ეს იდეები „მეინსტრიმულ პარადიგმად“ უქციო, ლამაზად შეუფუთო, თანამედროვე ტრენდად და ყალბი აპლომბის შესაქმნელად უქციო და, ხეპრე და გაუნათლებელი, ველური სიშმაგით საკუთარი ვითომ სწორი „ორიენტაციის“ გამო, სხვებს შეუსიო...

 

უტიფრობა მეინსტრიმი ხდება,

რადგან უტიფრობაზე უკეთ არაფერი ფარავს ადამიანის (ახალგაზრდა იქნება თუ ძველგაზრდა) არარაობასა და არაფრისმაქნისობას.

 

საქართველოს მაგალითზე ეს ყველაფერი სახეზეა!..

 

 

big_banner
არქივი