logo_geo
ჯაბა ხუბუა მარინა ეზუგბაიას შესახებ: საოცარი სიმშვიდე და იმედიანობა მოდის ამ ქალბატონისაგან
- +

17 აპრილი. 2020. 21:08

 

 

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა ქართველი ექიმებიდან მარინა ეზუგბაიას გამოარჩევს და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

 

მარინა ეზუგბაიას ლაივს ვუსმინე ახლა. საოცარი სიმშვიდე და იმედიანობა მოდის ამ ქალბატონისაგან.

 

თუ ყოველდღიურად ათეულებს არ გასცდება და ასეულებში არ გადავა ინფიცირებულთა რაოდენობა, კრიზისი არ გვექნება, ჩვეულებრივად გავუმკლავდებითო.

 

თუ არასასურველი სცენარით წავა პროცესი, მკურნალობის მიდგომებს შევცვლით და ამასაც გავუძლებთო, მაგრამ ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ აქამდე არ მივიყვანოთ საქმეო.

 

ბოლოს სათნო ღიმილით დააყოლა, ჩემი მოწოდებაა, სახლში დარჩითო და გავიდა კადრიდან.“- წერს ხუბუა.

 

 

big_banner
არქივი