logo_geo
ვირუსით ინფიცირებული: 10 დღე-ღამის განმავლობაში ურთულესი გზა გავიარე სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე
- +

18 აპრილი. 2020. 23:21

 

 

კორონავირუსით ინფიცირებული 80 წლის გიული ურუშაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოყვა.

 

"მე ვარ 80 წლის და მე დავამარცხე კორონავირუსი.

 

10 დღე-ღამის განმავლობაში ურთულესი გზა გავიარე სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე. ჩემი გადარჩენისათვის, ჩემთვის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის, მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურ დირექტორს, პროფესორ ლევან რატიანს და მის არაჩვეულებრივ კოლექტივს, რომელის მუშაობასაც თვალს ვადევნებდი რეანიმაციაში ყოფნის დროს.

 

ვხედავდი, როგორ პროფესიონალურად, თავდაუზოგავად მუშაობდნენ ისინი. მადლობა მათ! განსაკუთრებული მადლობა უმაღლესი კლასის პროფესიონალს, პროფესორ კახა ჭელიძეს იმ სითბოსა და გულისხმიერებისთვის, რომელიც მან გამოიჩინა ჩემს მიმართ.

 

მეგობრებო, გავუფრთხილდეთ ჩვენს არაჩვეულებრივ ექიმებს, ისინი ჩვენ გვჭირდებიან და ამიტომ დავრჩეთ სახლში“, – წერს გიული ურუშაძე.

 

 

big_banner
არქივი