logo_geo
ხათუნა ხოფერია: ჩემო ტაძარში მლოცველო მეგობრებო! გთხოვთ, მომიხსენიოთ!
- +

19 აპრილი. 2020. 02:15

 

 

ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს:

 

 

საქართველოში ყველა ტაძრის კარი ღიაა!

ლიტურგიას მორწმუნე მრევლი ესწება!

მადლობა, ჩვენს ბრძენ პატრიარქს!

მადლობა, ყველა იმ ადამიანს, ვინც 10 საათი ტაძარში ჩვენთვის ილოცებს!

მადლობა მრევლის იმ ნაწილს, ვინც ტაძარში წასვლისგან თავი შეიკავა, სხვებს დაუთმო ადგილი და წესრიგის, კანონის დაცვის საშუალება მისცა ეკლესიას!

ყველა ტაძარში არიან შსს-წარმომადგებლები, ჩვენი შვილები, ჩვენი ეკლესიის მრევლია ეს ბიჭებიც და წესრიგის დაცვასთან ერთად, ეკლესიას და მრევლს უდგანან გვერდით!

საქათველომ ეს შესძლო!

ჩემო ტაძარში მლოცველო მეგობრებო! მადლობა ამ მძიმე პასუხისმგებლობისთვის!

გთხოვთ, მომიხსენიოთ!

დღეს თქვენ ლოცვას განსაკუთრებული ძალა აქვს!

დიდი იყო მოლოდინი იმისა, რომ ჩვენი პატრიარქი ვერ გაუძლებდა წნეხს. ნახეთ, რას წერს CNN-ი 'ეკლესიები საქართველოში ღია დარჩა და რელიგიური ცერემონიები გააგრძელეს"- გაუკვირდათ! ალბათ, სხვა გათვლები ჰქონდათ.!

პატრიარქმა გაუძლო!

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესია თავის ისტორიულ მისიას ასრულებს!

ქრიტე აღსდგა!

დიდება უფალს!

 

 

big_banner
არქივი