logo_geo
იოსებ ჭუმბურიძე: რა ცუდ დროს წავიდა
- +

20 აპრილი. 2020. 02:31

 

 

ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე, ლეილა აბაშიძეზე და რეზო ესაძეზე, სოციალურ ქსელში წერს:

 

 

„სულ ახლახან ვნახე ლეილა აბაშიძის ფილმი - იმ დროს გადაღებული, ნამდვილი ვარსკვლავი რეჟისორებმა რომ მოიძულეს.

 

რა ექნა, თვითონ სცადა რეჟისორობა.

 

სხვათა შორის, დიდად არ ჩამოუვარდება ზოგიერთი სახელგანთქმული რეჟისორი ქალის ფილმებს.

 

მსახიობები  კი  შესანიშნავად თამაშობენ.

 

განსაკუთრებით -  თვითონ ლეილა და რეზო ესაძე.

 

 

***

 

 

რეზო ესაძე - მართლა ნიჭიერი.

 

მრავალმხრივ ნიჭიერი!

 

 

რეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი, პოეტი...

 

 

რამდენი საინტერესო სახე შექმნა  და მაინც, უპირველესად, კინორეჟისორი იყო.

 

 

კინოენით მოაზროვნე რეჟისორი.

 

 

ერთ რეჟისორს მარტო „ნეილონის ნაძვის ხე" ეყოფოდა.

 

 

***

 

 

ვერასოდეს დავივიწყებ მის თანადგომას, როცა „თბილისი" დახურეს.

 

 

მაშინდელი ხელისუფლების გასაგონად, გასაოცარი ფრაზა დაწერა: „შეიძლება, თბილისში რუსთაველის პროსპექტი არ იყოს?! ასევე არ შეიძლება, თბილისში „თბილისი" არ გამოდიოდეს!"

 

მაგრამ „ჩარეცხილთა" სიაში მოხვედრილ ხელოვანს „ვინ მოუსმინებდა?!"

 

 

***

 

 

რა ცუდ დროს წავიდა.

 

რამდენი ადამიანი ვერ გააყოლებს სრულიად დამსახურებულ ცრემლს.

 

მინდა, ეს მცირე გამოსათხოვარი ერთ ალალ ცრემლად მაინც ჩამეთვალოს...“ - წერს იოსებ ჭუმბურიძე

 

 

 

 

big_banner
არქივი