logo_geo
დიმიტრი სამხარაძე: ვისაც დორბლიანის ბიბლიოთეკის ამბავი „ქართული ოცნების“ დავალებით გაკეთებული გგონიათ...
- +

20 აპრილი. 2020. 13:20

 

 

„თქვე ცალუჯრედიანებო, ჯერ ხომ ზუსტად იცით, მასეთი რაღაცების მკადრებელი ვინ არის, მერე კიდეც რომ იკადრო, „ფეისბუქის“ ლაივში ჩართვით რომელი ნორმალური აკეთებინებს ეგეთ იდიოტობებს ვინმეს. დავალებით შევიდა ლაივში?“ - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი სამხარაძე სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძრის შესახებ ნაცების გამოთქმულ ბრალდებებს სოციალურ ქსელში ესმაურება.

 

„ვისაც დორბლიანის ბიბლიოთეკის ამბავი „ქართული ოცნების“ დავალებით გაკეთებული გგონიათ, თქვენ ტვინში ჩამახედა!..

 

მოვიკითხე, ეს ქათამაძე ვინ არის. ტყიბულის ერთ-ერთი სოფლიდანაა. „ქართულ ოცნებასთან“ არასდროს არანაირი შეხება არ ჰქონია.

 

2019 წლის შემოდგომაზე ყოფილა მოსული პარტიის ცენტრალურ ოფისში და დაუწყია ტყიბულის რაიონული ორგანიზაციის ლანძღვა - ნაცებს აპარპაშებენო, ოღონდ ზედმეტად აგრესიულად და ყვირილით - მიმიღეთ, ჩამაბარეთ ტყიბული, მე მივხედავო.

 

ოფისის თანამშრომლებმა ზრდილობიანად მოიშორეს.

 

ამის შემდეგ ჩასულა ტყიბულში, მივიდა ტყიბულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელთან და უთხრა, შენ ვალდებული ხარ, დროზე შეკრიბო ხალხი, წავიდეთ და ნაცებს დედა მოვუკითხოთო, როგორც მიყვებიან, იქაც ძალიან აგრესიულად იქცეოდა. ტყიბულის პარტიის თავმჯდომარემაც, რა თქმა უნდა, მოიშორა.

 

სულ ეს არის ქათამაძის შეხება (ამას თუ ჰქვია შეხება) „ქართულ ოცნებასთან“.

 

გვარამია რომ სცემეს სასამართლოსთან, მაშინ დაიწყეს ნაცებმა კამპანია, ჩუღურეთელებმა სცემეს ვოლსკის შეკვეთითო. მერე, როდესაც ყველაფერი გაირკვა, ჩუღურეთელი კი არა, საერთოდ თბილისელებიც არ აღმოჩნდნენ (ერთ-ერთი იყო ქათამაძე) და ვოლსკი თვალით არ ჰყავდა არც ერთს ნანახი (ტელევიზორში ნანახს არ ვგულისხმობ). ეს საუბარიც ნაცების მორიგი ბინძური ჭორი აღმოჩნდა.

 

ახლა აკაკუნებენ კლავიატურაზე, პოსტავენ ჩვენზე, რა იკადრესო.

 

თქვე ცალუჯრედიანებო, ჯერ ხომ ზუსტად იცით, მასეთი რაღაცების მკადრებელი ვინ არის, მერე კიდეც რომ იკადრო, „ფეისბუქის“ ლაივში ჩართვით რომელი ნორმალური აკეთებინებს ეგეთ იდიოტობებს ვინმეს. დავალებით შევიდა ლაივში?

 

ტვინი საერთოდ გლუვი გაქვთ ყველას თუ ხალხი გგონიათ ასეთი?!“ - წერს დიმიტრი სამხარაძე.

 

 

big_banner
არქივი