logo_geo
ნიკოლოზ მჟავანაძე: გრანდიოზული სამუშაოები ჩატარდა კიკვიძის პარკში, რისთვისაც მადლობა კახა კალაძეს
- +

20 აპრილი. 2020. 13:52

 

 

„უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში კიკვიძის განახლებული პარკის შესახებ პოსტს და ფოტოებს აქვეყნებს.

 

„საკმაოდ დიდი ბრძოლა დამჭირდა უამრავ გარემოსდამცველთან ერთად, სააკაშვილს რომ არ გაეჩანაგებინა კიკვიძის პარკი. აქედან გამომდინარე, გულს უხარია, რომ ერთ წელიწადში გრანდიოზული სამუშაოები ჩატარდა კიკვიძის პარკში, რისთვისაც მადლობა კახა კალაძეს.

 

მთლიანად შეიცვალა გამხმარი ხეები ახალი ნარგავებით. ახალი საჩოგბურთო კორტები, კალათბურთის და ფეხბურთის განახლებული მოედნები. განათების ბოძები მთელ პარკში. ვიდეოკამერები ყველა კუთხეში. ახალი ბეტონის და ქვის ფილების ველო და საფეხმავლო ბილიკები. უამრავი ტრენაჟორი, ახალი შადრევანი, მთელ პარკში ასეულობით ახალი სკამები და ნაგვის ურნები. სპეციალური ზონა ძაღლებისთვის.

 

მოკლედ, მაგარი პარკი გაკეთდა და ძალიან სასიხარულოა, რომ კარგი დასვენების საშუალება ექნებათ თბილისელებს“, - წერს ნიკოლოზ მჟავანაძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი