logo_geo
მირიან ყარაულაშვილი: ეს ე.წ. ტრადიცია დაწესდა 1976 წელს და ეწოდა „ხსოვნის დღე“!
- +

20 აპრილი. 2020. 15:56

 

 

„ხსოვნის დღის“ დაწესებით კი საქართველოს სსრ ხელისუფლება ფიქრობდა, რომ ამის საშუალებით არ მიეცემოდათ მორწმუნეებს აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის საბაბი და სამაგიეროდ ყურადღებას გადაიტანდნენ სამოქალაქო დღესასწაულზე სასაფლაოებზე მასობრივად გასვლით“, - ამის შესახებ ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

 

„გული რომ არ დაწყდეს ვინმეს აღდგომის მეორე დღეს სასაფლაოზე გაუსვლელობის გამო, მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეს ე.წ. ტრადიცია დაწესდა 1976 წელს, მაშინდელ საქართველოს სსრ-ში და მისი დაწესების ინიციატორი და აღმასრულებელი გახლდათ საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი, ანუ მაშინდელი რესპუბლიკის ხელმძღვანელობა და მას ეწოდა „ხსოვნის დღე“.

 

ამ გადაწყვეტილების მიღების საბაბი იყო ის, რომ იმ პერიოდში მოსახლეობის მორწმუნე ნაწილი აღდგომის დღეს ზეიმობდა ახლობელთა სასაფლაოებზე და ყველაფერი ის, რაც ხდება დღეს სასაფლაოზე აღდგომის მეორე დღეს, მაშინ ხებოდა უშუალოდ აღდგომის დღეს. ხელისუფლებას კი სურდა მორწმუნე ადამიანთა მიერ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის აღნიშვნაზე უარის თქმა და იმისათვის, რომ მათთვის სასაფლაოს მონახულების არგუმენტი წაერთმია, დააწესა ორშაბათ დღეს, ბრწყინვალე შვიდეულის პირველ დღეს, მსგეფსზე ე.წ. „ხსოვნის დღე“...

 

„ხსოვნის დღის“ დაწესებით კი საქართველოს სსრ ხელისუფლება ფიქრობდა, რომ ამის საშუალებით არ მიეცემოდათ მორწმუნეებს აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის საბაბი და სამაგიეროდ ყურადღებას გადაიტანდნენ სამოქალაქო დღესასწაულზე სასაფლაოებზე მასობრივად გასვლით. ამისათვის თვითონ ხელისუფლება უზრუნველყოფდა ყველა სასაფლაოს მიმართულებით შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებებით და სასაფლაოთა მიმდებარე ტერიტორიების დაცვა-დასუფთავებას.

 

მხოლოდ ამის შემდეგ, რამდენიმე წლის მოგვიანებით, 80-იანი წლების შუაში, იმის შემდეგ რაც შეწყდა რელიგიური დღესასწაულების აკრძალვა და მათში მონაწილეობა, ეკლესიამ კარგად გამოიყენა უკვე დაწესებული „ხსოვნის დღე“ და უკვე თვითონაც ჩაერთო ამ დღის აღნიშვნაში...

 

სულ ესაა დღევანდელი გაგებით ამ ე.წ. „საფლავთა კურთხევის“ დაწესების ისტორია.

 

P.S.: ჩემმა მეგობრებმა, ახლობლებმა, ნათესავებმა და მეზობლებმა სოფელში უკვე დიდი ხანია იციან, რომ სწორედ ზემოაღწერილი მიზეზის გამო მე არასოდეს არ მივდივარ ჩემი მშობლების საფლავზე აღდგომის მეორე დღეს და ამას ვაკეთებ ხოლმე მხოლოდ მსგეფსის დამთავრების შემდეგ ან აღდგომამდე“, - წერს მირიან ყარაულაშვილი.

 

 

big_banner
არქივი