logo_geo
„გარდაცვლილის სახელია ელენა ჩულკოვა, 48 წლის“- სასწრაფომ მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი კორპუსთან, ქუჩაში ჩუმად დატოვა
- +

20 აპრილი. 2020. 20:50

 

 

სოციალური ქსელის მომხმარებელი ივან ვასილკოვი შემზარავ ამბავს ავრცელებს. როგორც ჩანს, რუსეთში კორონა ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ისე გაიზარდა, რომ ჯანდაცვის სისტემა პაციენტების მკურნალობას და მიღებას ვეღარ აუდის და გამოსავალი დაინფიცირებულთა ქუჩაში დატოვებით იპოვეს.

 

აი რას წერს ვასილკოვი:

 

„არ მიყვარს საშიში ისტორიები, მაგრამ ერთს მოვყვები. გუშინ მოხდა... მეუღლის მეგობრის კორპუსში ერთი ქალი ავად გახდა, დაუდგინდა პნევმონია. გამოიძახეს სასწრაფო, წაიყვანეს საავადმყოფოში. შვილმა გააცილა, ძიძაც დაუქირავა, რომ იქ მიექცია ყურადღება.

 

მეორე დღეს კორპუსთან მოდის სოციალური ტაქსი. ავტომობილიდან გადმოჰყავთ ეს ქალი, აწვენენ ეზოში მდებარე სკამზე და ასე ტოვებენ... ჩემი მეუღლის მეგობარი სასწრაფოდ ჩავიდა დაბლა... ავადმყოფი კი ხელებში ჩააკვდა...

 

გარდაცვლილის სახელია ელენა ჩულკოვა, 48 წლის, ბოტანიკური ქუჩა N23. ჩანთაში საავადმყოფოდან გაწერის საბუთიც იპოვეს... აი ფოტოც“- წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

 

 

 

big_banner
არქივი