logo_geo
ლექსი ჩარკვიანი: მძიმე წელი იქნება! ყველას გაქვთ მიწის ნაგლეჯი, მაისის ბოლოსკენაც რომ დათესოთ, მოასწრებს
- +

21 აპრილი. 2020. 01:23

 

 

ლექსო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში მოახლოებულ კრიზისზე წერს და საზოგადოებას მოუწოდებს, ვისაც მიწა აქვს, დათესონ და დაამუშაონ.

 

არ მინდოდა დამეპოსტა და ჭკუის დარიგება გამომსვლოდა მაგრამ მაინც გადავწყვიტე:

 

წელს მძიმე წელი იქნება, ქვეყანას დაეტყიბა სურსათის ნაკლებიბა, პურის ფასი ჯერ კიდე მარწუხებით უჭირავთ დიდი ხანია. ყველას გაქვთ მიწის ნაგლეჯი, მართალია ვერ მიდიხართ კარანტინის გამო და სათესი პერიოდი ბევრს გაგექცევათ ხელიდან მაგრამ მაისის ბოლოსკენაც რომ დათესოთ და დარგოთ მაინც მოასწრებს.

ლობიო, სიმიმდი, უფრო დაბალ ლობიოს მიეძალეთ, სარი არ დაგჭირდებათ. მიეძალეთ ყველა კენკროვანის შეგროვებას სოფელში, სხვისი არ ვიცი მაგრამ მე როცა პატარა მეურნეობა მაქ, ამავდროულად 2500 მეტრი დათესილი მაქ უკვე სიმიდი ლობიო, კარტოფილი, უკვე ვიცი რომ გამიჭირდება მაინც!- წერს ჩარკვიანი.

 

 

big_banner
არქივი