logo_geo
„თუ ლესელიძის კუთხესთან შავგვრემან ბიჭს ნახავთ, აუცილებლად შეიძინეთ მისგან ყოჩივარდები - ის წიგნებს იყიდის...“
- +

17 მარტი. 2017. 02:56


 

 

„ბესო, 20 წლის ბიჭი მცხეთის სოფლიდან დადის თბილისში. დღეს თავისუფლების მოედანზე პატარა ყოჩივარდები ვიყიდე მისგან", - ამის შესახებ ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს.

 

„ისე, უბრალოდ ვკითხე, ყვავილები თუ ეყიდებოდა. კიო, ბევრი არა, მაგრამ კმაყოფილი ვარო. თუმცა, უფრო მეტი რომ გამეყიდოს, მარკეტინგის თემაზე წიგნებს ვიყიდიო.

 

საუბრისას გოგონა მოვიდა, ათლარიანი გაუწოდა და ხელში მომწყვდეული კონების ნაწილი გამოართვა. ხურდა არ აუღია.

 

ბესომ მადლობა გადაუხადა, დარჩენილი კონები დაშალა და გამვლელ ქალბატონებს საჩუქრად მიართვა.

 

ბიჭს მხარზე ხელი შემოვარტყი. კარგი ადამიანი ხარ-მეთქი, ვუთხარი. თუმცა, მას შემდეგ გამიჩნდა სურვილი, ეს დამეწერა და მეთქვა, რომ თუ ლესელიძის კუთხესთან ყოჩივარდებით ხელში შავგრემან, ზომაზე დიდ ტასაცმელში გამოწყობილ გამხდარ ბიჭს ნახავთ, აუცილებლად შეიძინეთ ყოჩივარდები.

 

ის წიგნებს იყიდის.

 

ბესო მორიდებულია. თანასოფლელების რცხვენია და ფოტო არ გადამაღებინა", - წერს ჩანადირი.


 

big_banner
არქივი