logo_geo
„დიახ, ვიყავი ტაძარში წინა შაბათ-კვირას… და კვირასვე საღამოს მომცა სიცხე“ – ქეთი თოდუას განმარტება
- +

21 აპრილი. 2020. 21:40

 

 

საპატრიარქოს კლინიკის ინფიცირებული თანამშრომელი ქეთი თოდუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

 

დიახ, ის დაინფიცირებული როგორც მე თქვენ მიხსენიებთ, საპატრიარქოს თანამშრომელი მე არ ვარ!

 

მინდა განვმარტო: მე ვთანამშრომლობდი საპატრიარქოსთან არსებული იოაკიმე და ანას სახელობის კლინიკაში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტად და არა პირადი თანამშრომელი პატრიარქის!

 

 მე მარტის დასაწყისიდან საერთოდ არ ვყოფილვარ სამსახურში, არანაირი შეხება არ მქონია თანამშრომლებთან! მე, როგორც ჩვეულებრივი ერის ადამიანი და მოქალაქე ტაძრის გარდა სანამ აიკრძალებოდა ვსარგებლობდი საზოგადოებრივ ტრასპორტით, ვსარგებლობდი მაღაზიებით, ბანკომატით, ჩასარიცხი აპარატით და რატო ამახვილებთ ყურადღებას მარტო ეკლესიაზე?!

 

 რამდენჯერ მომიწია დიდ რიგში დგომა პროდუქტის შესაძენად დახურულ სივრცეში, ტაქსით გადაადგილება, ბანკომატიდან თანხის გამოტანა!

 

დიახ, ვიყავი ტაძარში ყველანაირი წესით დაცვით, დისტანციით, პირბადით, ხელთათმანით წინა შაბათ-კვირას და კვირასვე საღამოს მომცა სიცხემ, როგორც ვიცი კორონა იმ დღესვე არ გამომჟღავდებოდა!

 

 

 

ამიტომ მიზანმიმართულად ნუ გინდათ დააბრალოთ ეკლესიას! ნუ ხარობთ როცა არ იცით! არაფერი ხდება ღვთის გარეშე, დაუშვა ჩემზე ეს ვირუსი უფალმა და უფალივე გამომიყვანს მშვიდობით ამ დგომარეობიდან“, – ინფიცირებული.

 

 

big_banner
არქივი