logo_geo
ხათუნა ხოფერია ლევან რატიანს: დიდი სიამოვნებით და სითბოთი დაგჩქმიტავდით!...
- +

21 აპრილი. 2020. 23:27

 

 

ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია ექიმ ლევან რატიანს სოციალურ ქსელში მიმართავს:

 

ჩემო ლევან ექიმო!

 

მე იმ ასაკში ვარ, როდესაც ბევრი ცხოვრებისეული ფაქტორი გადაფასებული, შიში დაძლეული და ნახევარზე მეტი ცხოვრების გზა გალეულია. როდესაც ექიმი და საავადმყოფო, განსაკუთრებულად საიმედო და სანდოა!

 

"ძალიან ძნელია, ოთახში გამოკეტილები როცა გვაქილიკებენ და გვლანძღავენ ამ სასიკვდილო სივრცეში შემსვლელ ექიმებს“ , – განაცხადა ლევან რატიანმა.

 

ეს თქვენი სიტყვებია,... სასიკვდილო სივრცე... ანუ ის სივრცე, სადაც თქვენ მუშაობთ და სადაც მე უნდა გადავრჩე!

ნამდვილად მადლიერი ვარ თქვენი, რომ ასე პროფესიონალურად ასრულებთ პროფესიულ მოვალეობას!

 

ამიტომაც გვიყვარხართ და პირადად მეც, დიდი სიამოვნებით და სითბოთი დაგჩქმიტავდით!...

მაგრამ...

 

ადამიანებს, გარდა ფიზიკური ჯანმრთელობის, სულიერი და ფსიქიური ჯანმრთელობაც სჭირდებათ! სჭირდებათ იმედი და მხიარულება! მათთვის მნიშვნელოვანია, რომ იცოდნენ, რეანიმაცია არ არის სიკვდილის სივრცე.... ის სიცოცხლის და იმედის სივრცეა!

ძალიან დავიზაფრეთ!

ძალიან დავისტრესეთ!

ძალიან მძიმეა ყოველ დღე გესმოდეს- კუბოები, კუბოები, სიკვდილი, ბევრი გვამები....

 

ყველას ერთნაირი მტკიცე ფსიქიკა არა აქვს! ყველა ვერ აღიქვამს ადეკვატურად გარკვეულ ფსიქოლოგიურ წნეხს! ყველას არ შეუძლია გაიცინოს არაადეკვატურ ქმედებებზე.“- წერს ხოფერია.

big_banner
არქივი