logo_geo
ელგა ფოლადიშვილი: ვიცი, კითხვები - რატომ და რისთვის - იქაც უპასუხოდ დამრჩება...
- +

17 მარტი. 2017. 11:54



„დავსახლდებოდი სადმე სოფლად. წავიყვანდი - დედას, ძმებს და „თითებზე ჩამოსათვლელიო" რომ იტყვიან, მეტს არა, იმაზე ნაკლებ ახლობელ-მეგობარს გავიყოლებდი..." - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ელგა ფოლადიშვილი.

 

„ვიცი, კითხვები - რატომ და რისთვის - იქაც უპასუხოდ დამრჩება და „თექვსმეტი ფუთი მარილი" - ბებოს ხსოვნის სკივრიდან იქაც მალიმალ ამომხედავს... გრამის დაკლებას არც იქ შეარჩენს საცრემლე ჯირკვლებს.

 

ვიცი, იქ, სადაც ორი ადამის ძეა, კაენიც არის...

 

ყოველთვის იყო და სოფელიც, რაც არ უნდა მწვანეში იდგეს, წუთისოფლის სიავისგან ვერსად დამიცავს...

 

ვიცი, რომ ღმერთი აქაც არის, ამ ჯოჯოხეთშიც და ენძელები ვერ მოჰგვრიან საღათას ძილს ვერც სოფლად ეშმაკს...

 

ვიცი და მაინც, დავსახლდებოდი სადმე სოფლად, აქედან შორს, ძალიან შორს, მაგრამ აქვე საქართველოში...

____

ის „იმედი", ბოლოს რომ კვდება, მიწა ყოფილა...

მიწა შენში და შენი მიწა.

ქვე-ყანიდან მხოლოდ ის დამრჩა", - წერს ფოლადიშვილი.




 

big_banner
არქივი