logo_geo
ემიგრანტი ხათუნა ბარათაშვილი: მოქუჩდით მოწუწუნე ერო! მთელი დღეა ზმუით!
- +

22 აპრილი. 2020. 17:36

 

 

გერმანიაში მცოხვრები ხათუნა ბარათაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება იმ ადამიანებს, ვინც საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებისა და შეზღუდვების გამო პრეტენზიას გამოთქვამს:

 

 

“აბა, მოქუჩდით მოწუწუნე ერო! მთელი დღეა ზმუით: 22 მაისამდე შეზღუდვები დაგვიწესესო… დღეს გამოსცა მერკელმა ახალი კანონი, დღეს ადამიანებო, რომ ორშაბათიდან პირბადის და ხელთათმანების გარეშე არ შეიძლება გასვლა მაშინ, როცა 147.065 ინფიცირებული და 4.862 დაღუპული ყავს გერმანიას. ეს დროული შეზღუდვები რომ არ გქონოდათ – კი იქნებოდით იქ, სადაც იტალია, ესპანეთი და ამერიკაა, ან უარეს დღეში კიდევ.

 

 

და კიდევ – საზღვარგარეთ მცხოვრები ზოგიერთი ,,მეცნიერ- დოხტორი” რომ მოეშვათ ჩვენი ექიმების ჭკუის დარიგებას – არ იქნება ურიგო. მე, ერთი უბრალო ემიგრანტი, ქედს ვიხრი ჩვენი გმირი ექიმების და მთავრობის წინაშე, და ბოლოს, ბიძო – კაცური კაცი ხარ დღევანდელი ვიდეოს შემდეგ, მავანთ მთაწმინდა არ ეყოფათ გამოსაქანებლად”– წერს ხათუნა ბარათაშვილი ფეისბუქში.

 

 

big_banner
არქივი