logo_geo
ქეთი ლობჟანიძე: პლაქვენილის დანიშვნა - არ დანიშვნაზე საფრანგეთშიც დიდი პოლემიკაა
- +

23 აპრილი. 2020. 19:40

 

 

საფრანგეთში მოღვაწე  ქართველი ექიმი ქეთი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

ისე, პლაქვენილის დანიშვნა-არ დანიშვნაზე საფრანგეთშიც დიდი პოლემიკაა, რაც არავის უკვირს, კამათში იბადება ჭეშმარიტება და კონსენსუსის მიღწევაც შეიძლება, მაგრამ ჩემთვის ძალიან პატივსაცემი კოლეგები საქართველოში ვერ წარმომიდგენია ხმის ამოღების შიშით გაჩუმებულნი, როგორ ითხოვენ გარედან დახმარებას და პრობლემის გახმაურებას, საბჭოთა დროში ხომ არ ვცხოვრობთ?..

 

და თავიდან რაღაც შეცდომები ყველგან დაუშვეს, სანამ სიტუაციაში გაერკვეოდნენ, არც ეს არავის უკვირს. საჯაროდ გამათრახება ამის გამო, სიტუაციით სარგებლობას უფრო გავს. არ მგონია, ამას სისტემური ხასიეთი ქონოდა! თუ კი, მაშინ უნდა ითქვას!“- წერს ექიმი.

 

 

big_banner
არქივი