logo_geo
რატი ბრეგაძე: კიდევ ერთი ინიციატივა დიასპორისათვის
- +

17 მარტი. 2017. 17:51




„სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველი ჯგუფი ერთხმად იზიარებს იმ სულისკვეთებას, რომ კონსტიტუციაში აისახოს დიასპორასთან ურთიერთობის განსაკუთრებული მნიშვნელობა და საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნვის ვალდებულება", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, სამართლის დოქტორი რატი ბრეგაძე წერს. 

 

„კიდევ ერთი ინიციატივა დიასპორისათვის. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველი ჯგუფი ერთხმად იზიარებს იმ სულისკვეთებას, რომ კონსტიტუციაში აისახოს დიასპორასთან ურთიერთობის განსაკუთრებული მნიშვნელობა და საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნვის ვალდებულება. აღნიშნული თემატიკის კონსტიტუციურ დონეზე აწევა კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს დიასპორასთან მუშაობას, რაც ცალსახად წინგადადგმული ნაბიჯი იქნება სახელმწიფოს მხრიდან", - წერს ბრეგაძე.




 

big_banner
არქივი