logo_geo
გოგა ჩანადირი: მადლობა იმ დაწესებულებებს, რომლებმაც კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში მუშაობა არ შეწყვიტეს
- +

29 აპრილი. 2020. 10:25

 

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და იმ დაწესებულებებს, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში მუშაობა არ შეწყვიტეს, მადლობას უხდის.

 

 

მისი თქმით, ამ დაწესებულებების დამსახურებაა, რომ ბევრი ადამიანი ხელფასს იღებდა და ოჯახებს რთულ პერიოდშიც არჩენდა.

 

 

“მაშინ, როდესაც ჩვენი მედიკოსები კორონავირუსს ებრძოდნენ და მათ გვერდით იყვნენ პოლიციელები და სამხედროები, ქვეყნის ეკონომიკასა და ბევრი ადამიანის დასაქმებაზე არაერთი დაწესებულება ზრუნავდა და წუთით არ წყვეტდა მუშაობას. ესენი იყვნენ მძიმე მრეწველობის საწარმოები, აფთიაქები, ბენზინგსამართი სადგურები, სუპერმარკეტები, სამშენებლო კომპანიები, პურის საცხობები და ასე შემდეგ.

 

 

რომ არა ისინი, დღეს საქართველოს ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდებოდა, ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობა კიდევ უფრო გაუარესდებოდა.

 

 

ამ დაწესებულებების დამსახურებაა ისიც, რომ ბევრი ადამიანი ხელფასს იღებდა და ოჯახებს რთულ პერიოდშიც არჩენდა.

 

 

ამ კომპანიების თითოელი თანამშრომელი მაღალი რისკის ქვეშ მუშაობდა. თუმცა, თითოეულმა მათგანმა იცოდა, რომ მათი შრომა სჭირდებოდათ ადამინებსა და ჩვენს სამშობლოს.

 

 

ჩვენ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანნი ვიყავით და ვართ კიდეც და ახლა, მე მინდა, მათ მადლობა გადავუხადო ამ შრომისთვის, ამ იმედისთვის და ვუთხრა, რომ დიახ, ისინი ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საწარმოები და ადამიანები არიან.

 

 

მე დღეს ვიწყებ ფეისბუქმოძრაობას – შენ მნიშვნელოვანი ხარ.

 

 

შემომიერთდით და უთხარით იმ ადამიანებსა და დაწესებულებს, რომლებიც ჩვენი გულისთვის საგანგებო მდგომარეობის დროსაც მუშაობდნენ, რომ შენ მნიშვნელოვანი ხარ, რომ შენ ხარ ჩვენი ქვეყნის იმედი.

 

 

დიახ, ამ ადამიანებსაც სჭირდებათ მოტივაციის ამაღლება, დიახ, ამ ადამიანებსაც უნდა ვუხდიდეთ მადლობას.

 

 

#შენმნიშვნელოვანიხარმაშინ, როდესაც ჩვენი მედიკოსები კორონავირუსს ებრძოდნენ და მათ გვერდით იყვნენ პოლიციელები და სამხედროები, ქვეყნის ეკონომიკასა და ბევრი ადამიანის დასაქმებაზე არაერთი დაწესებულება ზრუნავდა და წუთით არ წყვეტდა მუშაობას. ესენი იყვნენ მძიმე მრეწველობის საწარმოები, აფთიაქები, ბენზინგსამართი სადგურები, სუპერმარკეტები, სამშენებლო კომპანიები, პურის საცხობები დ ასე შემდეგ.

 

 

რომ არა ისინი, დღეს საქართველოს ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდებოდა, ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობა კიდევ უფრო გაუარესდებოდა.

 

 

ამ დაწესებულებების დამსახურებაა ისიც, რომ ბევრი ადამიანი ხელფასს იღებდა და ოჯახებს რთულ პერიოდშიც არჩენდა.

 

 

ამ კომპანიების თითოელი თანამშრომელი მაღალი რისკის ქვეშ მუშაობდა. თუმცა, თითოეულმა მათგანმა იცოდა, რომ მათი შრომა სჭირდებოდათ ადამინებსა და ჩვენს სამშობლოს.

 

 

ჩვენ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანნი ვიყავით და ვართ კიდეც და ახლა, მე მინდა, მათ მადლობა გადავუხადო ამ შრომისთვის, ამ იმედისთვის და ვუთხრა, რომ დიახ, ისინი ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საწარმოები და ადამიანები არიან.

 

 

მე დღეს ვიწყებ ფეისბუქმოძრაობას – შენ მნიშვნელოვანი ხარ.

 

 

შემომიერთდით და უთხარით იმ ადამიანებსა და დაწესებულებს, რომლებიც ჩვენი გულისთვის საგანგებო მდგომარეობის დროსაც მუშაობდნენ, რომ შენ მნიშვნელოვანი ხარ, რომ შენ ხარ ჩვენი ქვეყნის იმედი.

 

 

დიახ, ამ ადამიანებსაც სჭირდებათ მოტივაციის ამაღლება, დიახ, ამ ადამიანებსაც უნდა ვუხდიდეთ მადლობას.

 

 

#შენმნიშვნელოვანიხარ,” – წერს გოგა ჩანადირი.

 

 

 

 

big_banner
არქივი