logo_geo
„ქიმიოთერაპიის VI კურსით დავასრულეთ! მაგარი გრძნობაა, ამხელა პროცესები რომ უკან ჩამოვიტოვეთ" - ჟურნალისტი შვილის ჯანმრთელობაზე
- +

29 აპრილი. 2020. 22:58

 

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის შვილის, პატარა ალექსი პატურაშვილის ქიმიოთერაპიის კურსი დასრულდა.

 

 

როგორც იქნა ქიმიოთერაპიის VI კურსით ეს ეტაპი დავასრულეთ !!!

ყველანაირად დაღლილები ვართ მაგრამ ეს ძალიან მაგარი გრძნობაა ამხელა პროცესები რომ უკან ჩამოვიტოვეთ.. წინ მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი გვაქვს ოპერაცია.. ვიცით და ქირურგებიც ამბობენ რომ ეს ადვილი გასეირნება არ იქნება მაგრამ გვჯერა, სამი კვირის შემდეგ მაგასაც წარმატებით გადავლახავთ! მადლობა პირველ რიგში ალექსს და ნათიას ამდენს და ასე მაგრად რომ უძლებენ… ასევე ალექსის ბებიას, ელენას რომელიც აქ ჩვენთან ერთად ყველაფერს აკეთებს ჩვენთვის. მადლობა ექიმებს და ყველას თქვენ რომ ასე მაგრად გვიდგახართ გვერდით პირველივე დღიდან“ – წერს ბექა პატურაშილი.

 

big_banner
არქივი