logo_geo
ვინ იყო ლევან რატიანის ბაბუა, რომელიც მალარიის დასამარცხებლად წინა ხაზზე იბრძოდა
- +

30 აპრილი. 2020. 14:24

 

 

“ესეც ჩემი წინაპრები – ამ წარწერით აზიარებს ფოტოს სოციალურ ქსელში პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი.

 

 

ახლა თავად კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზეა, წლების წინ კი მისი ბაბუა, ექიმი პლატონ რატიანი მალარიასთან ბრძოლის წინა ხაზზე იდგა.

 

 

პლატონ რატიანი თბილისში ცნობილი ექიმი გახლდათ. მისი სამედიცინო ხელსაწყოები ოჯახში დღესაც რელიქვიად ინახება.

 

 

ფოტოზე,  ქ. ფოთის სამალარიო სადგურის მედპერსონალია (!950წ.),რომლებმაც კოლხეთის დაბლობის ჭარბტენიან რეგიონში დაამარცხეს შავ ჭირად მოვლენილი მალარია. 

სურათზე, შუაში დირექტორი ბ-ნი ვალერიან ცომაია. წინა რიგში მარცხნივ პირველი მკურნალი ექიმი პლატონ რატიანი.

 

 

 

 

big_banner
არქივი