logo_geo
ირაკლი შონია: ტრაგიკულმა ქალბატონმა, ჟანა რეხვიაშვილმა დატოვა წუთისოფელი...
- +

30 აპრილი. 2020. 16:40

 

 

ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

“ამ ქვეყანაში თუკი ვინმეზე ითქმის ტრაგიკული ქალბატონიო,ეს ჟანა რეხვიაშვილი იყო,რომელმაც დღეს დატოვა ეს წუთისოფელი...მისი ვაჟი უდავოდ არის ეროვნული გმირი! გივიკო რეხვიაშვილმა,სულ რაღაც 21 წელი იცოცხლა და უშიშრად შეუშვირა მკერდი ნიღბოსან ჯალათებს მეტრო "დიდუბესთან" მშვიდობიანი მიტინგის დახვრეტის დროს! მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: დედა, ჩვენ სამართლიანობისთვის და საქართველოსთვის ვკვდებითო...

 

 

რთული დრო იყო, მაგრამ გივიკოს დაკრძალვას მთელი თბილისი ესწრებოდა... ჟანას მეუღლემ ვერ გაუძლო დარდს და მალევე გარდაიცვალა...ჟანას მეორე ვაჟი ამ ცხოვრების უკუღმართობის გამო ციხეში უკურნებელი სენით დაავადდა და სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა...ბოლნისის რ-ის სოფელ რაჭისუბანში დაკრძალა დედამ ორივე ვაჟიც და მეუღლეც და მეუბნებოდა ჩემი ადგილიღა დარჩა ამ სასაფლაოზეო...მე და ჟანა გვერდიგვერდ ვიდექით უამრავ საპროტესტო აქციაზე,უშიშრად ვგმობდით სისხლიან შევარდნაძის რეჟიმს! რას არ ვეცადეთ,მაგრამ ვერაფრით მივაღწიეთ იმ მიტინგების დამხვრეტთა გასამართლებას. (ასე მგონია ამიტომაც ვეღარ გაიხარა ამ ცოდვით საქართველომ), მოგვიანებით,როდესაც "ობიექტივში" დავიწყე გადაცემების წაყვანა ეს ტაბუდადებული თემები ისევ წამოვწიე,არა ერთ გზის ყოფილა ჟანა ჩემი გადაცემების რესპონდენტი, 2 თებერვალის მანიფესტაციაზე დახვრეტილ მამუკა ტერიშვილის დედასთან ქ-ნ მარინასთან ერთად!

 

 

 

მიუხედავად უკიდეგანო მწუხარებისა,ქ-ნი ჟანა იყო დიდი ენერგიის მქონე,მებრძოლი ქალბატონი, რა შეიძლებოდა არ მეთხოვა ყოველთვის ცდილობდა მხარში ამოდგომას,დახმარებას,ჰქონდა იუმორის გრძნობაც და ამით ფარავდა დიდ დარდს და სევდას! ჩვენი  უკანასკნელი შეხვედრა შემთხვევით მოხდა ქუჩაში,ჩანთიდან ამოიღო და საჩუქრად გადმომცა ფურცელი,რომელსაც სათუთად უფრთხილდებოდა,მრავალი წელი...მასზე იყო დევნილობაში მყოფი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სამძიმარი,გროზნოდან გამოგზავნილი პირადად ჟანას სახელზე. (ამ დოკუმენტს აქვე კომენტარებში ვაქვეყნებ)...ძნელი იყო უნუგეშო ქალბატონი რაიმეთი დაგემშვიდებინა,მაგრამ როცა თანამოაზრე ხარ და თანამებრძოლი,უანგაროდ, ასეთი ადამიანი უკვე სულის ნაწილია შენი....უდროოდ წავიდა,მაგრამ ალბათ დაისვენა ამ ვერაგი ცხოვრებისგან. დიდი ხანი ელოდებოდა მისი გივიკო...იმ ქვეყნიდან კი დაგვლოცეთ მწუხარე ქალბატონო,უზომოდ დამაკლდებით და მოგისაკლისებთ!

 

 

თქვენი თანამდგომი და თანამებრძოლი ირაკლი შონია! - წერს ირაკლი შონია

 

 

 

big_banner
არქივი