logo_geo
ქეთი ლობჟანიძე covid19-ის შესახებ: ყველაფერი თავდაყირა დგება... წამოვა მეორე ტალღა!
- +

30 აპრილი. 2020. 19:56

 

 

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი ქეთი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში საინტერესო და სასიხარულო ამბავს ავრცელებს.

 

როგორც ჩანს, კოვიდ19-ის შესახებ მეცნიერებმა ახალი აღმოჩენები გააკეთეს.

 

 

„მოქუჩდით, კარგი ამბები მაქვს! ახალი კვლევებით წინას შედეგები თავდაყირა დადგა!

 

❗კოვიდ19-ით სიკვდილიანობა გაცილებით დაბალია, ვიდრე აქამდე ითვლებოდა! ფრანგული პასტერის ინსტიტუტის კვლევით იგი შეადგენს 0,53%-ს, გერმანელების მიხედვით 0,3%-ს, ამერიკელების- 1%.

 

❗ბავშვები ვირუსის სწრაფი გამავრცელებლები რომ ჩანდნენ წინა კვლევებით, ახალმა, უფრო დახვეწილმა ეს ჰიპოთეზაც გააბათილა! ლიცეუმის ასაკის მოზარდებისგან მდარედ ვრცელდება, სავარაუდოდ 17%, ბავშვებისგან- თითქმის არა, ანუ გამორიცხვაც არ შეიძლება! 9 წლის ბავშვს კონტაქტი ქონდა 172 ადამიანთან(!), მისგან არავინ დაინფიცირებულა, საკუთარი და-ძმაც კი!

 

❗ცხელ ქვეყნებში ვირუსი სწრაფად ვრცელდება, ამიტომ დათბობისას მისი მოშორების იმედი არ გვქონდა. ახალი კვლევებით შAღშ ჩოV-2 საკმაოდ სენსიტიური აღმოჩნდა ტემპერატურისა და ტენიანობის მიმართ. მაგ, ზედაპირებზე ვირუსის აქტიურობას ამცირებს ტენიანობის მატება- 21-24*-ზე 20% ტენიანობისას 18სთ ძლებს, 80%-ზე- მხოლოდ 6სთ!

 

❗ვირუსთან გამკლავებაში კოლექტიური იმუნიზაციის აუცილებლობაც ეჭვქვეშ დადგა. ახალი მონაცემებით ირკვევა, რომ 70%-ის იმუნიზებას თეორიულადაც ვერ მივაღწევთ. საფრანგეთში მწირი ტესტირების ფონზე 6% არის ჯერ იმუნიზებული, ანუ რეალურად კი იქნება მეტი, მაგრამ დასახელებული ციფრის 1/4-იც კი არ მგონია. უკვე კლებისკენ მივდივართ, რაც კარანტინის დამსახურებაა, ახლა პლატოზე ვართ, შეზღუდვების მოხსნისას კი წამოვა მე-2 ტალღა, მაგრამ 70%-მდე მაინც ვერ მივალთ!

 

ასე რომ,

❗მოიმარაგეთ ნიღბები

❗დაიცავით დისტანცია

❗ჰიგიენური ნორმები+++

ასე დავაღწევთ თავს ამ საძაგელ ინფექციას, სრულიად პლანეტა რომ ჩააგდო საგონებელში!

 

 

big_banner
არქივი