logo_geo
„ვერ წარმოიდგენთ რა ზემოქმედების მოხდენა შეუძლიათ კოსმოსში გაშვებულ თანამგზავრებს, 5G ტექნოლოგიებს ადამიანებზე“- ზაზა გაბეჩავა
- +

30 აპრილი. 2020. 21:00

 

 

სოციალური ქსელის მომხმარებელი ზაზა გაბეჩავა ვრცელს წერილს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

 

ვერც კი წარმოიდგენთ რა ზემოქმედების მოხდენა შეუძლიათ ამ კოსმოსში გაშვებულ ე.წ. შპიონ თანამგზავრებს პლუს 5G და მერე 6G ტექნოლოგიებს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ჩიპებს მიიღებენ ხელზე...

ანტიქრისტეს უამრავი ადამიანი სცემს თაყვანს და ისიც ცნობილია, რომ ბოროტ ძალებს მსოფლიოს ყველა ენაზე აქვთ თარგმნილი ანტიქრისტეს მოსვლა, ვითომ ღმერთი მოდის და თაყვანი ეცითო... ვისაც ეს ჩიპები მიღებული აქვთ ფეხქვეშ დაეგებიან, რადგანაც ამხელა ინფორმაციის ჩატვირთვა რაც 5G და მერე 6G შეეძლება- ადამიანებს ზომბებად აქცევს..

ახლა ეს წარმოუდგენელია ბევრისთთვის, მაგრამ ვინც ტექნოლოგიებში კარგად ერკვევა -დამეთანხმება ამხელა გჰც სიხშირეებით და ფანტასტიური ტევადობის ინფორმაციის ჩატვირთვით ჩიპზე და მერე ტვინის მიმართ ელექტრომაგნიტური ბიოიმპულსებით შესაძლებელია ტვინსაც კი გადასცენ ინფორმაცია ...ამიტომაც არის ის, რომ ვინც ჩიპს მიიღებს ანტიქრისტეს სცემს თაყვანს, რადგანაც უკვე ზომბი იქნება და ეშმაკის მონა! 8000 ტერაბიტ /წმ. ხუმრობა ხომ არ გგონიათ?! მითუმეტეს, მხოლოდ ამ ჩიპით იქნება ყიდვა-გაყიდვის, მგზავრობის, გადარიცხვების შესაძლებლობა, ამ ჩიპზე დაირიცხება ხელფასები, ამ ჩიპით კრიმინალი ვითომ გაქრება, რადგაბაც თურმე ადამიანები ვერ დაიმალებიან და ა.შ. ამ ჩიპის მიღებით ადამიანი კარგავს უფლისგან ბიძებულ თავისუფლებას, ეს არის ანტიქრისტეს ბეჭედი!

 

გარდა ამისა წინათ ვწერდი გადამწვარ ამაზონზე, ავსტრალიაზე, ტყეებში უცნაურად გაჩენილ ხანძრებზე, ხეების მოთხრაზე, ბუნკერებზე, რასაც ადამიანები ღიმილით და სკეპტიკურად შეხვდნენ, მაგრამ დღეს უკვე ნელ-ნელა რწმუნდებიან, რომ ეს ხუმრობა არ ყოფილა ! მოგეხსენებათ ხეები ბლოკავს დამღუპველ სიგნალებს, და გამოყოფს მაცოცხლებელ მიკროორგანიზმებს, რომლებიც ადამიანების იმუნურ სისტემას აძლიერებს....ბოროტ ძალებს კი სურთ ეს დედამიწა რუხ პლანეტად გახადონ და ყველა ადამიანი დააავადონ!

 

რაც შეეხება კოვიდ 19-ს, თითქმის ათი წლის წინ ვწერდით ამაზე, რომ მოიგონებენ რაღაც ავადმყოფობებს, დააშინებენ და დააპანიკებენ ადამიანებს, მერე კი იტყვიან, რომ ვინც ჩიპს მიიღებს მას ეს ავადმყოფობა არ დაემართებაო, რადგანაც ვითომ ეს ჩიპი დაიცავს თქვენს ჯანმრთელობას , თუ სიცხე , წნევა, შაქარი აგიწევთ, ან ორგანიზმში ბაქტერია შემოგეჭრებათ მაშინვე აღმოაჩენს ,გამაფრთხილებელ სიგნალებს ჩართავს და გადარჩებითო...

სამწუხაროდ ბევრი უკვე წამოეგო ამ ანკესს....

ჩვენი ვალია ერთმანეთი გავაფრთხილოთ....

ნუ მოტყუვდები!!!

ნუ იქნები შემდეგი !!!

 

 

big_banner
არქივი