logo_geo
ქეთი ლობჟანიძე: ეპიდაფეთქებისგან მკაცრმა კარანტინმა გვიხსნა და ეკლესიის კლასტერი ამიტომ არ გვყავს
- +

7 მაისი. 2020. 21:23

 

 

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი ქეთი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ასაკოვანი ხალხისთვის პნევმოკოკის ვაქცინის გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია.

 

სხვათაშორის პნევმოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინის დამსახურებაცაა სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა! ვირუსული ინფექციის სასიკვდილო გართულებისგან იცავს ასაკოვან და ქრონიკული დაავადებების მქონე ხალხს!

 

მე ორივე მშობელი მყავს აცრილი ამ ვაქცინით, ბავშვებისგან ვირუსი გადაედოთ რამდენჯერმე, მაგრამ მსუბუქად მოიხადეს, არ გართულებიათ, ამიტომ მშვიდად ვართ. როცა ადამიანს ასაკი აქვს და გულიც აწუხებს, იცით, რამდენს ნიშნავს ეს სიმშვიდე?!“- წერს მედიკოსი. ლობჟანიძის თქმით, ნებისმიერი მოწოდება იმის შესახებ, რომ ვაქცინაცია ადამიანს ვნებს, საფუძველს მოკლებულია და ძირითადად საკითხში ჩაუხედავი, გაუნათლებელი პირები ექცევიან ზეგავლენის ქვეშ.

 

და დღეს როცა უსმენენ ტელევიზიით გამოსულ სასულიერო პირს, რომელიც ამტკიცებს, რომ ვაქცინა ბოროტებაა, 14 წლის მერე არ აცრილა და კარგად არის, რა უნდა ეფიქრათ, ჩემი იმედი და ნდობა რომ არ ქონდეთ?! ან ის ხალხი ხომ არის განწირული, ვისაც ექიმები არ ყავს ოჯახში და ამ მავნებლობას დაიჯერებს?!

 

21-საუკუნეში ამ პარანოიის ტირაჟირებას ხელს უწყობს რუსული, პოსტსაბჭოთა პროპაგანდა, ვერ გამოვიდნენ სიბნელიდან და იქ მიათრევენ ყველას, ვინც წიგნს არ წაიკითხავს, სინათლე რომ შეუშვას თავში და მათი გავლენის ქვეშ რჩება!

 

ტვ-ებო, რატომ შეგყავთ ისედაც დაპანიკებული ხალხი შეცდომაში, რატომ ალაპარაკებთ ჯანდაცვის თემაზე სასულიერო პირებს?! მათ ისიც კი ვერ/არ გაიგეს, რომ ეპიდაფეთქებისგან მკაცრმა კარანტინმა გვიხსნა და ეკლესიის კლასტერი ამიტომ არ გვყავს, იმ პერიოდში ინფიცირების 27-30 ახალი შემთხვევა რომ ემატებოდა, მათგან იყო და ამით შემოვიფარგლეთ!

 

ექიმებს დაგვიჯერეთ, როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება და აიცერით, თუ გინდათ სიცოცხლის გახანგრძლივება!..

 

big_banner
არქივი